როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა დინამიკას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით
ფოტო: საქართველოს ბანკი
ვინ არის ჩემი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებელი? — ესაა შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. როცა ბიზნესს ქმნი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, თუმცა ეს, ამავე დროს, მუდმივი პროცესიცაა, რადგან დინამიკურ სამყაროში ადამიანების ინტერესები ხშირად იცვლება. დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს და აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, ეს ყველაფერი კი მონაცემების მიღებისა და მათი სწორი ანალიზის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ სწორი სამიზნე აუდიტორია, მისწვდეთ თქვენი პროდუქტით ან სერვისით დაინტერესებულ ადამიანებს და დააკვირდეთ მათ ქცევას, საქართველოს ბანკმა ინოვაციური პროდუქტი, ბიზნეს მენეჯერი შექმნა. ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, სადაც გადახდების კონტროლი, შეთავაზებების შექმნა და API სერვისების ინტეგრაციაა შესაძლებელი. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ იძლევა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რადგან პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინფორმაცია მომხმარებლის სეგმენტისა და ქცევის შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკა?
ბიზნეს მენეჯერში ხელმისაწვდომია ანალიტიკური მონაცემები როგორც მომხმარებელთა მიერ განხორციელებული გადახდების, ისე მათი ქცევისა და დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ. ამ ბლოგში კი გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ დინამიკას - აქტიური, ახალი და პასიური მომხმარებლების ცვლილებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მენეჯერის მომხმარებლის ანალიტიკის სექციაში ხელმისაწვდომია მოდული — ჩემი მომხმარებელი, რომელიც აუდიტორიას სხვადასხვა სტატუსის მიხედვით ყოფს. ესენია:
- აქტიური − მომხმარებლები, რომლებმაც თვეში 1 გადახდა მაინც შეასრულეს ბოლო 2 თვის განმავლობაში;
- ახალი − მომხმარებლები, რომლებმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად შეასრულეს გადახდა;
- პასიური − მომხმარებლები, რომლებიც იყვნენ აქტიურები, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეუსრულებიათ გადახდა.
უფრო დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია ფილტრების გამოყენება, რომელთა მეშვეობით მომხმარებლებს დააკვირდებით მათ მიერ შერჩეული გადახდების არხების, ასაკის, სქესის, სეგმენტის (AmEx, SOLO, PLUS, sCool Card, Student Card) და პერიოდის მიხედვით. შედეგად კი დააგენერირებთ მომხმარებელთა დინამიკის გრაფიკს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იცვლება ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლების რაოდენობა შერჩეული პერიოდის მიხედვით.
ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგცემთ, აკონტროლოთ მომხმარებლების მატების ან კლების პერიოდი, შესაბამისად — განსაზღვროთ, რა მოვლენას ან აქტივობას შეიძლება ჰქონდეს გავლენა მათ დინამიკაზე. აქვე ხელმისაწვდომია უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა თვის ჭრილში, განაწილება მათი რეალური საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით, სქესი, ასაკი, ინტერესები და შემოსავლები.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, სწორად დაგეგმონ მარკეტინგული კამპანიები, შექმნან კონკრეტული შეთავაზებები სწორი აუდიტორიისთვის და გაზარდონ კომპანიის მაჩვენებლები.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები