შესაძლოა, სიცოცხლე პირველად საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გაჩნდა
სტრომატოლიტები დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე ადრეული გეოლოგიური ჩანაწერებია. ეს სტრუქტურები წყალმცენარეებისგან შედგება, რომლებიც სინათლისკენ იზრდება. 3.48 მილიარდი წლის წინ, სტრომატოლიტების პირველი გამოჩენის შემდეგ, პლანეტაზე სწორედ ისინი დომინირებდნენ.
სტრომატოლიტები ასევე ნაწილობრივ ჟანგბადის ჩამოყალიბებაზე არიან პასუხისმგებელი. სწორედ ასე, ჟანგბადის გაჩენით ატმოსფეროს შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. დროსთან ერთად, რაც უფრო მეტი სიცოცხლის ფორმები ადაპტირდა ჟანგბადით გამდიდრებულ ატმოსფეროზე, სტრომატოლიტებმა კლება იწყეს.
"ბაქტერიები ყველგან არიან, მაგრამ მათ მეტწილად სტრომატოლიტების შექმნის შესაძლებლობა არ აქვთ. ამაში ბაქტერიებს მარჯნები სჯობნიან", — თქვა კვლევის ავტორმა, ვოლკერ ვაჰენკამპმა.
დღეს სტრომატოლიტები მხოლოდ ექსტრემალურ გარემოში გვხვდება, როგორიცაა ჰიპერმარილიანი საზღვაო გარემო და ტუტე ტბები. ეს ასე ითვლებოდა მანამ, სანამ ვაჰენკამპმა სტრომატოლიტები შეიბარას კუნძულზე არ აღმოაჩინა — წითელი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ შელფზე საუდის არაბეთში.
"როდესაც სტრომატოლიტები დავინახე, მალევე მივხვდი თუ რასთან მქონდა საქმე", — აღნიშნა ვაჰენკამპმა.
შეიბარაჰის კუნძული მოქცევათაშორისი და ნაკლებად ღრმა გარემოა. აქ პირობები ხშირად იცვლება, ზოგჯერ ტენიანობაა, ზოგჯერ კი ყველაფერი შრება. ვაჰენკამპმა კუნძულზე ასობით სტრომატოლიტი აღმოაჩინა.
ვაჰენკამპის აღმოჩენა ბევრ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის ამით შეიძლება გავიგოთ, თუ როგორ გაჩნდნენ პირველი სტრომატოლიტები. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს სტრომატოლიტები უძველესია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე პირველად სწორედ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გაჩნდა.
კომენტარები