რატომ დავიწყე ინვესტირება — ლევან თაღიაშვილის გამოცდილება
ინვესტირება დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხის დაბანდების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. თანამედროვე სამყარო აქციებით ვაჭრობისა და ფასიანი ქაღალდების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანია ჩართული ინვესტირების პროცესში. ამავდროულად, მიუხედავად სურვილისა, ინვესტირების დაწყებას არასაკმარისი ცოდნის ან ამ თემის ირგვლივ არსებული სტერეოტიპების გამო ბევრი ვერ ბედავს.
ამ სტატიაში მარკეტერი და ახლა უკვე ინვესტორი, ლევან თაღიაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ დაიწყო ინვესტირება, რა გახდა მისთვის თანხის დაბანდების მოტივაცია და რა ცოდნა დააგროვა ამ მიმართულებით.
როდის და რატომ დაიწყეთ ინვესტირება?
ინვესტირებით ბიზნეს-ჟურნალისტობისას დავინტერესდი, როცა საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენებზე ვმუშაობდი. აქციებით ვაჭრობა კი მოგვიანებით დავიწყე, როცა მობილბანკში ინვესტიციები დაემატა. მაშინ მივხვდი, რომ შემეძლო მე თვითონ მეკეთებინა ის, რაზეც აქამდე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობდი. აქტიურად დავიწყე სიახლეების კითხვა; გავიგე რა არის ინდექსები, რა არის აქციები და ა.შ. რაც მთავარია, ვეცადე, ეს ცოდნა ჩემს ფინანსებზეც ასახულიყო.
ჩვენ არ ვართ საკმარისად ინფორმირებულები და ძალიან რთული გვგონია ინვესტირება. სინამდვილეში, უმარტივესად შეგიძლია აუღო ალღო ამ სფეროს და მიიღო ფინანსური სარგებელი ისე, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე არ შეამოწმო აქციების ფასი.
როგორია იყო ინვესტირების სტრატეგია?
ზოგადად, ასეთი სტრატეგია ავირჩიე — ყოველ ხელფასზე გარკვეული თანხა შემქონდა საინვესტიციო ანგარიშზე, ვუყურებდი, როგორც ანაბარს და დაგროვების შესაძლებლობას. მაგალითად, მქონდა რაღაც მიზანი — მინდოდა აიფონის ან ფლეისთეიშენის ყიდვა და ვიცოდი, რომ უნდა შემეგროვებინა X თანხა. ამისთვის ყოველ ხელფასიდან ვდებდი 50-100 დოლარს, რაც შეგროვდებოდა, გამომქონდა და ვყიდულობდი. მერე ისევ ახალი ნივთისთვის ვაგროვებდი.
"თავიდან დავიწყე 5-10 დოლარით, ძალიან მცირე თანხებით, უბრალოდ რომ გამეტესტა. ბუნებრივია, მქონდა კარგი და ცუდი მაგალითებიც, ვგულისხმობ წაგებას და მოგებას საფონდო ბირჟაზე: აქციის ფასი რომ იმატებს, სულ იმაზე ფიქრობ, ნეტა მეტი მეყიდაო, როცა იკლებს — პირიქით. ამ დინამიკას რომ მიეჩვევი, პირველად ემოციურ დამოკიდებულებასაც გადალახავ და გრძელ ვადაში შეხედავ პროცესს, მერე ბევრად უფრო მარტივია ამ პროდუქტით სარგებლობა."
მოგვიყევით საწყის ნაბიჯებზე? — რომელი აქციები იყიდეთ პირველად?
ინვესტირება თავიდანვე ძალიან აქტიურად დავიწყე. სხვადასხვა ტიპის კომპანიის აქციების ვყიდულობდი — Tesla, Microsoft, Google — ყველას აქცია მიყიდია გარკვეული პერიოდით და მერე გამიყიდია. თუმცა, საბოლოო ჯამში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მომგებიანი არის ინდექსები. სხვა შემთხვევაში, ყოველდღე უნდა ადევნო თვალი სიახლეებს, ზუსტად უნდა იცოდე ფინანსური შედეგები და ამას ბევრი დროს სჭირდება.
"როცა შვილი შეგვეძინა, S&P500-ის ინდექსი ვიყიდეთ. ჩვენი ინვესტირებული თანხა უკვე 32%-ით არის გაზრდილი და კიდევ მეტად გაიზრდება, სანამ ჩვენი შვილი სრულწლოვანი გახდება და ამ თანხის გამოყენებას შეძლებს."
დღეს რა პრინციპით არჩევთ კომპანიებს, რომელთა აქციების ყიდვაც გინდათ?
დღეს ჩემი დამოკიდებულება ასეთია — თუ ვაკეთებ დანაზოგს, აუცილებლად ვყიდულობ ინდექსს და ტექ-კომპანიების აქციებს. S&P 500-ს ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას, უფრო QQQ-ზე, Nasdaq-სა და ტექ-კომპანიებზე ვამყარებ იმედს — იმიტომ, რომ მჯერა AI-ის, მჯერა ტექნოლოგიების განვითარების და ისეთი კომპანიების, რომლებიც AI-ზე მუშაობენ. მგონია, რომ ეს მიმართულება ძალიან განვითარდება.
რას ურჩევდით მათ, ვისაც ინვესტირების დაწყება უნდა?
თუ გინდათ, არ ჩამორჩეთ დღევანდელობას და ფულის მართვა ისწავლოთ, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა არის აუცილებელი. თუ შესაბამისი ცოდნა არ გაქვთ, არსებობს უამრავი წყარო, რომელიც ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ. საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე, businesscourse.ge-ზე, ხელმისაწვდომია 15-წუთიანი ონლაინ კურსი ინვესტირებაზე, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნის, რა არის საერთოდ საფონდო ბირჟა და რა პრინციპით მუშაობს.
ინფორმაციის არქონის გამო ძალიან რთული გვგონია ინვესტირება. სინამდვილეში, უმარტივესია, აუღო ალღო ამ სფეროს და მიიღო ფინანსური სარგებელი ისე, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე არ შეამოწმო აქციების ფასი.
თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
კომენტარები