ადამიანის ემბრიონის გენური რედაქტირება აშშ-ში პირველად მოხდა
ფოტო: Science Magazine
Technology Review-ს ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანის შექმნა სცადეს.
პროცესს ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მკვლევარი, შუხრატ მიტალიპოვი უძღვებოდა. პროექტი ერთუჯრედიანი ემბრიონების დიდი რაოდენობით დნმ-ის გენის მარედაქტირებელი ტექნიკით, CRISPR-ით, შეცვლას მოიცავდა.
დღემდე, ნაშრომები ადამიანის ემბრიონის რედაქტირების სამი მცდელობის შესახებ, მხოლოდ ჩინეთში იყო გამოქვეყნებული.
მიტალიპოვს მიაჩნია, რომ რეკორდი დაამყარა ექსპერიმენტში გამოყენებული ემბრიონების რაოდენობითა და იმის დემონსტრაციით, რომ იმ დეფექტური გენების რედაქტირება, რომელთაც თანდაყოლილი დაავადებები გადააქვთ, სრულიად უსაფრთხოდ და ეფექტურად შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ემბრიონს რამდენიმე დღეში ჰქონდა განვითარების საშუალება. არც ყოფილა იმის განზრახვა, რომ ისინი საშვილოსნოში მოეთავსებინათ. ეს ექსპერიმენტები ეტაპია იმისა, რომ ძალიან მალე გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანები დაიბადებიან.
ემბრიონებს განვითარებისა და ჩამოყალიბების საშუალება არ მისცემიათ, ეს არც ყოფილა ამ ექსპერიმენტის მიზანი. მთავარი იყო დაემტკიცებინათ, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანების შექმნა და დაბადება შეუქცევადი პროცესია.
ადამიანის ემბრიონის დნმ-ის კოდის შეცვლით, მეცნიერებს სურთ გვაჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ შთამომავლობით გადაცემული დაავადებები სრულიად აღმოფხვრან. ამ პროცესს „ჩანასახოვანი ხაზის ინჟინერია“ ეწოდება, რადგან გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვი ცვლილებებს შეიტანს მომდევნო თაობებში საკუთარი ჩანასახის უჯრედებით - კვერცხუჯრედითა და სპერმით.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჩანასახოვანი ხაზის ექსპერიმენტებმა, შესაძლოა, სრულიად ახალი კარიბჭე გახსნას „დაპროექტებული ბავშვების“ სამყაროში, სადაც ისინი გენეტიკურად გაუმჯობესებულნი იქნებიან. ამას კი რელიგიური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და ბიოტექნოლოგიური კომპანიები ეწინააღმდეგებიან.
აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლებმა CRISPR-ს, გასულ წელს, პოტენციური „მასობრივი განადგურების იარაღი უწოდა“.
მიტალიპოვმა შედეგებზე, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თუმცა სხვა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის რედაქტირება დაადასტურეს. „როგორც ვიცი, ეს იქნება აშშ-ში გამოქვეყნებული პირველი კვლევა“, - ამბობს ჯუნ ვუ, ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე.
უკეთესი ტექნიკა
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური პუბლიკაციები შესაძლებლობებში შეზღუდული იყო, მაინც დადგინდა, რომ CRISPR-მა რედაქტირების შეცდომები გამოიწვია და დნმ-ის სასურველი ცვლილება არა ყველა უჯრედმა, არამედ მხოლოდ რამდენიმემ მიიღო. ამ ეფექტმა, რომელსაც მოზაიკურობა ეწოდება, უფრო გაამყარა არგუმენტები, რომ ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება ადამიანის შესაქმნელად სახიფათო გზა იქნება.
მაგრამ მიტალიპოვი და მისი კოლეგები დარწმუნებით ამბობენ, რომ მოზაიკურობისა და სხვა არასასურველი ეფექტების თავიდან არიდება შესაძლებელია, რადგან CRISPR-ის შეცდომები უკვე ცნობილია.
კვლევას გაცნობილმა ადამიანმა (რომლის სახელს შეგნებულად არ ასახელებენ) განაცხადა, რომ ექსპერიმენტისთვის „მრავალი ათეული“ ხელოვნურად განაყოფიერებული ადამიანის ემბრიონი შეიქმნა. სპერმა მემკვიდრული დაავადებების მქონე მამაკაცებმა გადასცეს. ამ ეტაპზე მყოფი ემბრიონები უჯრედების მცირე გროვებია, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. Technology Review წერს, რომ მათ არ შეუძლიათ დაადგინონ, რომელი დაავადების გენები აირჩა დასარედაქტირებლად.
„ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ პრინციპი მუშაობს. მათ საგრძნობლად შეამცირეს მოზაიკის ეფექტი. არ ვფიქრობ, რომ კლინიკური გამოცდების დასაწყისია, მაგრამ ეს კვლევა ყველაზე შორს წავიდა“, ამბობს ანონიმური მეცნიერი, რომელიც ამ კვლევას იცნობს.
მიტალიპოვის ჯგუფმა ადრინდელი სირთულეები „ადრეული შესვლით“ გადაჭრა და CRISPR საკვერცხეებში ზუსტად მაშინ შეუშვა, როდესაც ის სპერმასთან ერთად განაყოფიერდა.
ეს კონცეპტი ძალიან წააგავს ტონი პერის მიერ ჩატარებულ ტესტს თაგვებში. პერიმ წარმატებით დაარედაქტირა თაგვის შეფერილობის გენი და ყავისფერი ბეწვი თეთრით შეცვალა.
პერის 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ: „ამან ან ამის ანალოგიურმა მიდგომებმა, ერთ დღეს, შესაძლოა, განვითარების ადრეულ ეტაპზე ადამიანის გენომის რედაქტირების საშუალება მოგვცეს“.
გენეტიკური გაუმჯობესება
მიტალიპოვი ყაზახეთში დაიბადა, როდესაც ის საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ყაზახი მეცნიერი მეცნიერულ საზღვრებს წლების განმავლობაში აფართოებდა. 2007 წელს, მან მსოფლიოში პირველი კლონირებული მაიმუნი წარმოადგინა. შემდეგ, 2013 წელს, მან, პაციენტისთვის სპეციფიკური ღეროვანი უჯრედების შექმნის მიზნით, კლონირებით ადამიანის ემბრიონი შექმნა.
მისი გუნდის შემდეგი ნაბიჯი, ადამიანის ემბრიონის დარედაქტირება, დაემთხვა აშშ-ს მეცნიერების ეროვნული აკადემიის რეპორტს, რომელმაც, ფაქტობრივად, მკვლევარებს, ჩანასახოვანი ხაზის მოდიფიკაციაზე, მწვანე შუქი აუნთო.
ამ განცხადებამ გენეტიკური ინჟინერიისთვის CRISPR-ის გამოყენებას მხარი დაუჭირა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგია სერიოზული თანდაყოლილი დაავადების დამარცხებას ემსახურება.
საკონსულტაციო კომიტეტმა წითელი ხაზი გაავლო გენეტიკურ გაუმჯობესებებში - როგორიცაა მაღალი ინტელექტი. „გენომის რედაქტირება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ შესაძლებლობები, როცა ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, წარმოშობს მეტად სადაო საკითხს: შეიძლება თუ არა, რომ სარგებლებმა გადაწონონ რისკები? ასევე უსამართლობა იქნება, რადგან მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, ამბობს ალტა ჩარო, ბიოეთიკისა და სამართლის პროფესორი.
აშშ-ში ყველა მცდელობა იმისა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით წარმოქმნილი ემბრიონი ადამიანად ექციათ, კონგრესის მიერ დაიბლოკა. ამის გამო ის კლინიკური ტესტირებისთვის ხელმიუწვდომელია.
ასეთი ბარიერების მიუხედავად, გენ-რედაქტირებული ადამიანის შექმნა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს. ამას უფრო ისეთ ქვეყნებში უნდა ველოდოთ, სადაც ასეთი აკრძალვები არ არის.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
დისკუსია: რამდენად მორალურია გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანის შექმნა?