არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით ამტკიცებს, რომ რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციებისგან რეალურ ზიანს ვერ მიიღებს და რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში დრო მის მხარესაა. მაგრამ, ეს მტკიცებები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენმა სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ყოველი მომდევნო დღე რუსეთის მომავალს სულ უფრო უიმედოს ხდის.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ევროკავშირი ამ ეტაპისთვის სანქციების 13 პაკეტზეა ერთხმად შეთანხმებული. ეს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების ყველაზე მასშტაბური ძალისხმევაა. აღნიშნული სანქციები ჩვენს მრავალ თანამოაზრე პარტნიორთანაც არის შეთანხმებული. ამის მიუხედავად, უკანასკნელ თვეებში ხშირად გვესმის, რომ ამ უპრეცედენტო სანქციებმა შეიძლება, არ იმუშაოს. ეს ხმები განსაკუთრებით ხმამაღლა მაშინ გაისმა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.6%-ით გაიზარდა.
პუტინის რუსეთის ოფიციალური მონაცემები სიფრთხილით გადახედვას საჭიროებს
უპირველესად, რუსეთის მსგავს ავტოკრატიაში, სადაც არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლება და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, ოფიციალური ციფრების ნდობასთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ისევე საეჭვოა, როგორც უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მეორე მხრივ, თავიდანვე ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში შეჭრისთანავე ჩამოიშლებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი სანქციები დაუყოვნებლად არ მოიტანდა აშკარა შედეგებს და რომ მათი მიზანი იყო, საშუალო ვადაში შეესუსტებინა რუსეთის უნარი, ეწარმოებინა თავისი ომი. ახლა სწორედ ამის მომსწრენი ვხდებით.
2023 წელს რუსეთში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა "ომისდროინდელი კეინზიანიზმის" პოლიტიკის კლასიკური შედეგი იყო, რაც ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანიაში ვიხილეთ.
2023 წელს რუსეთში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა "ომისდროინდელი კეინზიანიზმის" პოლიტიკის კლასიკური შედეგი იყო, რაც ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანიაში ვიხილეთ. 2024 წელს თავდაცვის ხარჯების წინა წელთან შედარებით 70%-იანი ზრდის შედეგად, რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 30% და მშპ-ის 6% ახლა ოფიციალურად ეროვნულ თავდაცვას ხმარდება, რასაც ემატება მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებიც გასაიდუმლოებულ ხარჯადაა მონიშნული. სამხედრო და თავდაცვის ხარჯები საბჭოთა კავშირის პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა.
რუსეთის ეკონომიკა თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით იკვებება
რუსეთის ეკონომიკა იკვებება თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით — მათ შორის ჯარისკაცებისა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის მიცემული მაღალი ფულადი კომპენსაციებით, რაც განსაკუთრებით ეხება შედარებით ღარიბ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. ეს დინამიკა რეგიონულ ეკონომიკურ დისბალანსზეც ისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი სამხედრო ინდუსტრიის მქონე ან უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ომთან დაკავშირებული აქტივობების გამო უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა.
პუტინის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმში შედარებით მარტივია ეკონომიკის სამხედრო წარმოებაზე გადაწყობა, თუმცა ამას სხვა სექტორებისთვის უზარმაზარი ზარალი მოაქვს. ომის ეკონომიკაზე გადასვლა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, გზების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ ენერგეტიკის სისტემებისთვის ნაკლები თანხა გამოიყოფა. ეს გადაწყობა უკვე აისახა ნეგატიურად რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რაც, მაგალითად, გასულ ზამთარს რუსეთის რამდენიმე დასახლებაში ცენტრალური გათბობის სისტემების გაუმართაობით გამოვლინდა. თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.
ფოტო: CREA, 2024
ფოტო: CSR, 2024
ჩვენი სანქციებიც უკვე ნეგატიურად აისახება რუსეთის საფულეზე. ქვანახშირსა და ნავთობზე ევროპის მიერ დაწესებული ემბარგოსა და ნავთობის ექსპორტზე დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილი ზღვრული ფასის შედეგად, 2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოსავალი, რომელსაც რუსული ეკონომიკა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, განახევრდა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ის, რომ რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტი ვერ შესძლებოდა, რადგან ეს მსოფლიოს ენერგეტიკის ბაზრებზე უდიდეს კრიზისს გამოიწვევდა. სანაცვლოდ, ჩვენ გვსურდა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ამგვარი ექსპორტისგან მიიღებდა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. ეს სავაჭრო მონაცემებით დასტურდება: როგორც წიაღისეულის მსხვილ ექსპორტიორს, რუსეთს ტრადიციულად უდიდესი მოგება რჩებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მოგების მაჩვენებელი თითქმის ნულამდე დავიდა.
რუსეთში მაღალი ინფლაციაა
2022 წელს რუსეთის ეკონომიკას ინფლაციის მწვავე ზრდაც შეეხო, რაც მეტწილად დასავლური სანქციებითაა გამოწვეული. 2023 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა, თუმცა 2023 წლის შუა პერიოდიდან კვლავ გაიზარდა. ამჟამად რუსეთში წლიური ინფლაციის დონე 8%-ს ამატებს, მაშინ, როცა ევროზონაში ეს მაჩვენებელი 2.6%-ს უტოლდება. ეს განსაკუთრებით საკვების ფასებზე ისახება: მაგალითად, 2023 წელს 40%-ით გაიზარდა ფასი კვერცხებზე, რაც მრავალი რუსისთვის ყოველდღიური რაციონის ნაწილია. საშუალო რუსული ოჯახისთვის საკვების ხარჯი მთლიანობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა.
2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რუბლიც მუდმივად უფასურდება. ეს გარემოება იმპორტს აძვირებს. რუსული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის გამოსასწორებლად, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, მკვეთრად გაეზარდა თავისი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რაც ამჟამად წელიწადში 16%-ს უტოლდება და ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთზე 3.5-ჯერ მაღალია. ომით გამოწვეული უდიდესი ხარჯი, იმპორტზე გაზრდილი ფასები და სამუშაო ბაზრის კრიზისი იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ინფლაცია მაღალი დარჩება, რაც ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ასევე მაღალ დონეზე დატოვებას აიძულებს.
იმავე დროს, ინვესტორებს რუსეთის ეკონომიკის მომავლისადმი იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ რუსეთის მთავრობა იძულებულია, თითქმის 14%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით აიღოს ათწლიანი სესხი. ამ დროს ევროზონაში შესაბამისი მაჩვენებელი საშუალოდ 2.9%-ს უტოლდება. რუსეთი უკვე განიცდის მნიშვნელოვან „კაპიტალის გაქცევას“ და ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი „მეგობარ ქვეყნებად“ მოიხსენიებს, რუსეთის მომავალზე ფსონის დადებას ერიდებიან. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები რუსეთში კერძო ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახება და თავად რუსეთის სახელმწიფოსაც უძნელებს სესხის აღებას. ინვესტიციათა შემდგომი სიმწირე რუსეთის ეკონომიკის მომავალზე სულ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს.
სანქციებისთვის გვერდის ავლის შეზღუდვაზე მუშაობა
აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ ახერხებს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს უპირველესად მიიღწევა რუსეთის მეზობლებთან იმ პროდუქციის ექსპორტით, რომელიც მერე რუსეთში ხელახალი ექსპორტით ხვდება. ამის საპასუხოდ, ჩვენ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებთან ერთად მუდამ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მსგავსი გვერდის ავლები. ამისათვის ჩვენი მიზანია, მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა მოთამაშე იყოს საკუთარ ქმედებებზე ანგარიშვალდებული — ეს განსაკუთრებით ეხება ბანკებს, რომლებიც მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობენ. ჩვენი ეს ძალისხმევა სულ უფრო ეფექტიანი ხდება. სანქციებისთვის ნაწილობრივი გვერდის ავლის მიუხედავად, რუსეთისთვის სულ უფრო რთულდება ომის საწარმოებლად საჭირო პროდუქციის — განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შეძენა. 2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში.
2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში.
ეს დაბრკოლება უკვე აისახება რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკაზე. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის ეროვნულ ანგარიშებში საინვესტიციო ხარჯები 20%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა ეს იმის ნიშანი არაა, რომ რუსეთის ეკონომიკა თავბრუდამხვევი სისწრაფით ახდენს მოდერნიზაციას. პირიქით, რეალური ინვესტირების მოცულობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინვესტირებაში დაფიქსირებული ეს ზრდა, ძირითადად, იმ წარმოების საშუალებების ფასის მკვეთრ მატებას ასახავს, რომელთა იმპორტირებასაც რუსეთი ჯერ კიდევ ახერხებს.
როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს აქვს უნარი, ქვეყნის ეკონომიკა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებისკენ ერთბაშად მიმართოს. თუმცა ის გარემოება, რომ ომის საწარმოებლად საკმარისი დრონების, საბრძოლო მასალისა თუ სარაკეტო იარაღის შესაძენად რუსეთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს ქვეყნებზეა დამოკიდებული, იმასაც ცხადყოფს, თუ რამდენადაა შესუსტებული მისი ინდუსტრია დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. ომის დაწყების მერე რუსეთში ავტომობილების წარმოება განახევრდა. კოსმოსური ინდუსტრია, რომლითაც ერთ დროს ქვეყანა ასე ამაყობდა, დიდ განსაცდელშია. საჰაერო ტრანსპორტი ერთობ სახიფათო გახდა, რადგან ქვეყანას მისი შეკეთება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და სათადარიგო ნაწილების მოპოვება უჭირს.
რუსეთში შრომის ბაზრის მწვავე კრიზისია
მეტიც, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სწრაფად ბერდება და დემოგრაფიული მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2000 წლიდან უარესდებოდა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ასობით ათასი კვალიფიცირებული ახალგაზრდის გადინებამ, რასაც ომში გაწვეული, დაღუპული თუ დახეიბრებული ასობით ათასი ადამიანი ერთვის, შრომის ბაზარზე მწვავე კრიზისი გამოიწვია. ამ კრიზისის შესარბილებლად რუსეთის მთავრობამ ცენტრალური აზიიდან იმიგრაციას გაუხსნა კარი. თუმცა "კროკუსის" საკონცერტო დარბაზზე მომხდარი ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ამ იმიგრანტებიდან მრავალი უკან გააბრუნეს, რამაც რუსეთში მუშახელის კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.
უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, რუსეთის ეკონომიკა ისე, როგორც არასდროს არის დამოკიდებული საბაზისო პროდუქტის საშუალო და მაღალტექნოლოგიურ საქონელზე გადაცვლაზე, რასაც ხშირად დაკლებული ფასით აკეთებს. ჩინეთი მის ამ სისუსტეს იმისთვის იყენებს, რომ ქვეყნისგან ნავთობი იაფად შეიძინოს. ის ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საქონელი გაიტანოს რუსეთში, რომელიც თავის დიდ მეზობელზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. ამჟამად რუსეთის იმპორტის დაახლოებით 50% ჩინეთიდან მოდის.
ჩვენმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტა
რომ შევაჯამოთ, მოსაზრება, თითქოს რუსეთის ეკონომიკა დასავლურ სანქციებს გაუძლებს და რომ მის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში დრო რუსეთის მხარესაა, კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას — განსაკუთრებით მისი საბრძოლო მასალით მომარაგების მხრივ — მას გამარჯვება ძალუძს. რუსეთი, რომლის მოსახლეობაც, მართალია, სამჯერ უფრო დიდია, სინამდვილეში, ჩვენი სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტებულია. დროის სვლასთან ერთად ამ სანქციების ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება, რადგან ადამიანური კაპიტალი იწურება, ინვესტიციების მოცულობა და ხარისხი მცირდება და რუსეთს აღარ მიუწვდება ხელი იმ მაღალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი მომავლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
-
გადახედვაარჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
-
გადახედვალაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან ლაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
-
გადახედვანინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
კომენტარები