ბიზნეს ინოვაციების წარდგენა მუსიკისა და ვარსკვლავების ფონზე - რეპორტაჟი აბასთუმნიდან
ინოვაციები სამყაროს ცვლის. პირველყოფილი ადამიანების ეპოქიდან დღემდე, კაცობრიობის განვითარების ღვაწლი ისეთ ადამიანებს უკავშირდებათ, რომლებიც ახალ იდეების გაჟღერებასა და განხორციელებას არ უშინდებოდნენ. ისინი საზოგადოების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ხოლმე - ზოგიერთ მათგანს ცოცხლად წვავდნენ, კლავდნენ, აპატიმრებდნენ ან აძევებდნენ. ამის მიუხედავად, ინოვატორები ყოველთვის ახერხებდნენ არსებული წესრიგის შეცვლას. მათი შეუპოვრობისა და სიმამაცის წყალობით, თანამედროვე საზოგადოება, ნაბიჯ-ნაბიჯ, განვითარებულ ტექნოლოგიურ საფეხურზე ავიდა.
ოცდამეერთე საუკუნეში ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ახალი და თამამი იდეებისთვის ხელისშეშლა კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. კერძო სექტორი განსაკუთრებულად ცდილობს ხელი შეუწყოს ინოვატორებს მათი იდეების განხორციელებაში. საქართველოში ამ მხრივ ყველაზე აქტიურები ჯეოსელი და თიბისი ბანკი არიან, რომლებიც ქვეყანაში სამაგალითო პრეცედენტს ქმნიან, თუ როგორ შეიძლება ორი დიდი კომპანია გაერთიანდეს საერთო ღირებულებებისა და იდეისთვის.
ამის ნათელი მაგალითია ჯეოსელისა და თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დაჯილდოება. საქართველოს ბაზრის ორი უმსხვილესი წარმომადგენელი უკვე წლებია ცდილობს, ხელი შეუწყოს ქართველი ინოვატორების განვითარებასა და მათ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ბიზნეს დაჯილდოება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი სლოგანიც #გააზიარეწარმატება მოწმობს.
2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე, თიბისი ბანკსა და ჯეოსელს თავისი სპეციფიკური ნიშა აქვთ ამორჩეული. თიბისი ბანკი ისეთ კომპანიებს ეძებს, რომლებიც წარმატებული ბიზნესის პარალელურად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევიან. ჯეოსელი კი - იმ კომპანიებსა და სტარტ აფერებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც უნიკალური, სრულიად ახალი პროდუქტის წარმოებით გამოირჩევიან.
სწორედ ინოვატორი კომპანიების გასაცნობად და მათთან შესახვედრად მოაწყო ჯეოსელმა ორიგინალური შეხვედრა აბასთუმანში, ილიაუნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენც გავემგზავრეთ.
ამბიენტური მუსიკის ტალღებში გახვეული ობსერვატორია და ორიგინალური პრეზენტაცია
ჯეოსელმა წლის ინოვაციური ბიზნესის კატეგორიაში წარდგენილი კომპანიების პრეზენტაციისთვის ორიგინალური გარემო და ადგილი შეარჩია. ღონისძიება საღამოს ცხრა საათზე, აბასთუმნის ობსერვატორიაში დაიწყო, სადაც მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ვიყავით შეკრებილნი.
ჩაკეტილ კაბინეტებსა და პრეს კონფერენციის დარბაზებში ჩატარებული ტრადიციული პრეზენტაციებისგან განსხვავებით, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საკონცერტო სცენა და უზარმაზარი მონიტორი, სადაც დამწყებ ბიზნესმენებს საკუთარი პროდუქტის შესახებ უნდა მოეთხროთ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
პრეზენტაციის დაწყებამდე, საღამო ამბიენტური მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების უმშვენიერესი წარმოდგენით გაიხსნა. ობსერვატორიის გუმბათზე სხვადასხვა სხეულები მონაცვლეობით ისახებოდა და ფონად დართულ მუსიკას ჰარმონიულად ერწყმოდა. შეუძლებელია, სანახაობას მაყურებელი არ მოეხიბლა. ვიზუალური ხელოვნება და ამბიენტური მუსიკა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ის ტექნოლოგიური და მუსიკალური განვითარების სახეა, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნეში უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა.
გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და გამორჩეული კომპანიის მიერ მოწყობილი საღამო, სწორედ მუსიკალური განვითარების ცხადი ნიმუშით იყო გაფორმებული.
ღონისძიების ეფექტური გახსნის შემდეგ, საპრეზენტაციო მონიტორთან ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. აბასთუმანში შეკრებილ საზოგადოებას პირველმა ჯეოსელის წარმომადგენელმა მიმართა. სამადლობელი სიტყვის შემდეგ, მან ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნეს ინოვაციებს მოაქვთ კეთილდღეობა და განვითარება. ამასთან, კომპანიის სახელით, დამწყებ ბიზნესმენებს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. შემდეგ სიტყვით ილია უნის წარმომადგენელი გამოვიდა. მისი თქმით, ილია უნი ყოველთვის განვითარების მხარეს დგას და ამას მათი საქმიანობაც მოწმობს. შემდეგი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, რომელმაც ჯეოსელს კრეატიულობა მოუწონა და ამგვარი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ ქურდიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ინოვაციების მნიშვნელობაზე და ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიება უშუალოდ პრეზენტაციის ფაზაში გადავიდა. ბიზნეს დაჯილდოების ინოვაციური ბიზნესის კატეგორიაში დარეგისტრირებული კომპანიები ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიოდნენ და საზოგადოებას საკუთარი პროდუქტის შესახებ უყვებოდნენ. დამწყები ბიზნესმენები მართლაც გამოირჩეოდნენ საკუთარი ხედვით. ზოგიერთმა მათგანმა ინოვაციური სათამაშოები წარმოადგინა, რომელიც ადამიანს გონებრივ განვითარებაში ეხმარება. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ციფრული ბიზნესის განვითარების ეტაპზე საკუთარ აგურს დებენ. ერთ-ერთმა ინოვატორმა ისეთი განსაკუთრებული ბიზნეს სერვისი წარადგინა, როგორიცაა ონლაინ კლინიკა. ეს ინოვაცია საშუალებას გაძლევთ ონლაინში მიიღოთ პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია, ჩაეწეროთ მასთან ვიზიტზე და მიიღოთ დანიშნულებები. ამასთან, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ინოვაციური ტექნოლოგია, ჭკვიანი სახლი წარადგინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გექნებათ საკუთარი სახლის ელექტრობა მთლიანად მართოთ. უცხოურ ანალოგებთან შედარებით, ჭკვიანი სახლის უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტი მთლიანად ქართველების მიერ არის დამზადებული და ამასთან, ექვსჯერ უფრო იაფია.
პრეზენტაციის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში ბიზნესს მართლაც აქვს დიდი მომავალი. ერთი მხრივ, კერძო სექტორის დიდი მხარდაჭერა და მეორე მხრივ, მოტივირებული და ახალი იდეებით დახუნძლული ადამიანები, კაცობრიობისთვის საიმედო მომავალს ქმნიან.
ღონისძიების ბოლო ეტაპი კონცერტი იყო. სცენაზე თიკა ბალანჩინის სოლისტობით, ჯგუფი New One გამოჩნდა, რომელმაც საკუთარ სიმღერებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი ჰიტები შეასრულა. თიკა ბალანჩინის ენერგიულმა შესრულებამ საღამო ძალიან გაალამაზა. სტუმრები ალკოჰოლს შეექცეოდნენ და მუსიკის ჰანგებზე ცეკვავდნენ. ღონისძიების დასასრულს, სცენაზე DJ გამოჩნდა, რომელმაც ცეკვისგან გახურებული ადამიანები კიდევ უფრო ენერგიულად ააცეკვა.
განსხვავებული და ორიგინალური პრეზენტაცია DJ-ის მუსიკის, ვარსკვლავებით მოჭედილი ცისა და პოზიტიურად დამუხტული ადამიანების ფონზე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები