ფიშინგის გავრცელებული მეთოდები — როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან
ფოტო: tessian.com
ინტერნეტთაღლითობა ციფრული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, იქნება ეს Phishing თუ Smishing. სამწუხაროდ, ამ ტიპის შეტევების შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ აუცილებელია, იცნობდე გავრცელებულ მეთოდებსა და მათგან თავდაცვის გზებს.
რადგან დღეს ადამიანების უმრავლესობა უმეტესად ვირტუალურ სივრცეში იყრის ხოლმე თავს, ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობა სწორედ ფიშინგია — კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება ონლაინ სივრცეში უკანონო გზებით. ამ მიზნით თაღლითები ხან მეილით გიკავშირდებიან, ხანაც მიმზიდველ შეთავაზებებს ათავსებენ სოციალურ ქსელებში. თუმცა, მსგავსი შემთხვევებისგან სრულად დაცული მაშინაც არ ხარ, თუკი სოციალურ ქსელებს აქტიურად არ იყენებ — შეთავაზება შენამდე SMS-ის სახითაც შეიძლება მოვიდეს. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.
სმიშინგი და მისგან თავდაცვის გზები
სმიშინგი იგივე SMS-ფიშინგია: თაღლითები გზავნიან მიმზიდველ შეთავაზებას ტელეფონზე; რომ, მაგალითად, დიდი რაოდენობით ქულები მოიგე და ბმულზე გადასვლის შემთხვევაში ამ საჩუქრის განაღდებას შეძლებ. ბმულზე მოტყუებით გადასულ მომხმარებელს ხვდება ფორმა, სადაც მისი ინტერნეტ ან მობილბანკის მონაცემების შეყვანას სთხოვენ.
პირველ რიგში, დააკვირდით საიდან მოგდით შეტყობინება. არის თუ არა ეს ბანკის/ორგანიზაციის ოფიციალური საკონტაქტო ნომერი. გახსოვდეს, რომ SMS შეტყობინებას მხოლოდ იმ ოფიციალური მისამართიდან მიიღებ, საიდანაც, როგორც წესი, შეტყობინებას იღებ ხოლმე. ამასთან, ყოველთვის დააკვირდი იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც მონაცემების შეყვანას გთხოვენ: ის თაღლითებმა ზოგჯერ ბანკის/ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებმისამართსაც შეიძლება მიამსგავსონ. მისამართში შესაძლოა შეცდომა იყოს ან საერთოდ სხვა დასახელება ჰქონდეს. საეჭვო მისამართის შემთხვევაში, გადაამოწმე ბანკის/კომპანიის ცხელ ხაზზე, სოციალურ მედიაში ან სხვა ნებისმიერი ოფიციალური არხით მისი სანდოობა.
გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემამდე, ან თუნდაც საეჭვო ბმულზე გადასვლამდე, აუცილებლად დაუკავშირდი ბანკის/ორგანიზაციის წარმომადგენელს და გადაამოწმე მისი ვალიდურობა.
რეკლამები სოციალურ ქსელში
სოციალურ ქსელში პოსტის შექმნა და მერე მისი დარეკლამება რთული ამოცანა სულაც არაა. შედარებით უფრო ძნელია, აუდიტორია დაარწმუნო, რომ შენი შეთავაზება ნამდვილია. სწორედ ამიტომ, თაღლითები ხშირად მოქმედებენ თუნდაც სხვადასხვა კომპანიის სახელით და ასე არეკლამებენ საფრთხისშემცველ გათამაშებას. გათამაშება კი, რეალურად, კვლავაც საეჭვო ვებგვერდზე გადასვლას საჭიროებს, სადაც პირადი მონაცემების გამხელას გთხოვენ.
ამ დროსაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი კომპანიის წარმომადგენელთან გადაამოწმო. თუმცა, ამასთან, აუცილებლად მიაქციე ყურადღება რეკლამის შემქმნელ გვერდს: ჰყავს თუ არა ბევრი გამომწერი და აქვს თუ არა წარსული აქტივობა: სხვა, არასარეკლამო პოსტები.
ერთ პატარა ხრიკსაც გასწავლით: ინტერნეტთაღლითები, როგორც წესი, გრამატიკას და მართლწერას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ამდენად, დარეკლამებული პოსტის ტექსტი დაკვირვებით წაიკითხე.
საეჭვო ინვესტირების შეთავაზება არარეალური მოგების დაპირებით
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ მეთოდს გამოვყოფდით: როცა დარეკლამებული პოსტი ინვესტიციის გაღებას მოგების დაპირებით გპირდება. რა თქმა უნდა, კვლავაც გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდზე გეპატიჟებიან, ხშირად უცხოენოვანზე, და შეიძლება პატარა ტესტის გავლაც მოგთხოვონ.
კვლავაც გირჩევდით, არ გასცე არანაირი ინფორმაცია, მით უმეტეს, თანხა, სანამ შესაბამის წარმომადგენელთან არ გადაამოწმებ და არ დარწმუნდები მის ვალიდურობაში.
საფრთხე ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდებზე
როგორც გითხარით, ინტერნეტთაღლითობის მეთოდები მრავალფეროვანია და ესეც ამის დასტურია: ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდებზე შეიძლება შეხვდე პირს, რომელიც შენი ნივთის შეძენით დაინტერესდება და გეტყვის, რომ თანხას ფულად გზავნილად გირიცხავს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგჯერ შესაბამისი გადახდის ქვითრის ფოტოსაც კი გზავნიან (რა თქმა უნდა, ყალბს) და სახიფათო ბმულის მისამართს ურთავენ.
ბმულის მისამართი რომ ყოველთვის უნდა გადაამოწმო, ეს უკვე გითხარით, მაგრამ აქვე ისიც დაიმახსოვრე, რომ ფულადი გზავნილის მისაღებად არანაირ ვებგვრედზე გადასვლა არ გჭირდება: საკმარისია, მხოლოდ ინტერნეტ ან მობილბანკს ეწვიო და გზავნილის კოდი შეიყვანო. არავითარ შემთხვევაში არ გასცე პირადი ინფორმაცია მასზე, ვინც გზავნილის მისაღებად სხვა გვერდზე გადასვლისკენ მოგიწოდებს.
უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის
ინტერნეტთაღლითობის გავრცელებული მეთოდების ჩამოთვლის შემდეგ, მოკლედ შეგახსენებთ უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკებს:
- ნუ გადასცემ პირად მონაცემებს მესამე პირებს;
- ნუ გაუზიარებ მობილბანკის და/ან ინტერნეტბანკის მონაცემებს მესამე პირებს;
- დარწმუნდი, რომ მონაცემები სანდო ვებგვერდზე/აპლიკაციაში შეგყავს.
რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ ნებისმიერი საეჭვო შემთხვევისას შეგიძლია კომპანიასთან/ბანკთან გადაამოწმო ცალკეული შეთავაზებისა თუ აქციის რეალურობა და მხოლოდ ოფიციალურად დადასტურების შემდეგ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი.
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
კომენტარები