საქართველო V ლუქსემბურგი — ისტორიული მატჩის პრევიუ
ფოტო: საქართველოს ბანკი
დღეს, საღამოს 21:00 საათზე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 90 წუთი დაიწყება — ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, სადაც ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუკ ჰოლტცის გაწვრთნილ ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო V ლუქსემბურგი — 21 მარტი, 21:00 საათი
ჩვენს წყვილში გამარჯვებული გავა ფინალში და შეხვდება საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს. უნდა ითქვას, რომ ნახევარფინალიც და ფინალიც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ვიცით ისიც, რომ ლუქსემბურგთან მატჩის ყველა ბილეთი სულ რამდენიმე საათში გაიყიდა და სრულიად სავსე დინამო არენა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯერ ნახევარფინალში და იმედია — ფინალშიც.
მძიმედ გვახსოვს 2020 წლის ერთა ლიგის იგივე ეტაპი, სადაც ნახევარფინალში მოვახერხეთ ბელორუსის ნაკრების დამარცხება მინიმალური ანგარიშით, თუმცა ჩრდ. მაკედონიამ გორან პანდევის გოლით დაგვამარცხა ფინალში. ყველაზე მძიმე 4 წლის წინანდელ გამოცდილებაში იყო გამართლება, რომელიც ვერ გამოვიყენეთ: მაშინაც გაგვიმართლა და ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლეთ ორივე მატჩს, თუმცა კოვიდ-პანდემიისა და რეგულაციების გამო გულშემატკივრის გარეშე ითამაშა მაშინ ეროვნულმა ნაკრებმა. გარდა გულშემატკივრის არყოფნისა, ნაკრების შემადგენლობას მაშინ ტრავმის გამო გამოაკლდა ორი უდავო ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. წელს 50 000-ზე მეტი ადამიანი უქომაგებს ჩვენს ნაკრებს ტრიბუნებიდან, თუმცა ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაციის გამო კვლავ არ გვეყოლება ხვიჩა კვარაცხელია.
ვილი სანიოლმა ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში უხმო 26 რჩეულ ფეხბურთელს:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი) ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი);
დაცვა: საბა საზონოვი (ტორინო), გიორგი გოჩოლეიშვილი (დონეცკის შახტარი), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი);
ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ჯაბა კანკავა (სლოვანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), გიორგი ქვილითაია (აპოელ).
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დაბრუნდა ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი და ბრატისლავის სლოვანის საყრდენი ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა, რომელიც მიუხედავად ასაკისა, შესანიშნავ ფორმაშია და აუცილებლად დაეხმარება ჩვენს ნახევარდაცვას თავისი გამოცდილებითა და შემართებით მინდორზე თუ მინდორს მიღმა.
არსებობდა მოლოდინი, რომ ეროვნული ნაკრების სიაში ვიხილავდით დონეცკის შახტარის მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს, ასევე ქუთაისის ტორპედოს უდავო ლიდერსა და შესანიშნავ ფორმაში მყოფ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს, თუმცა ვილი სანიოლის გადაწყვეტილება ასეთი იყო და მისსავე განმარტებებზე დაყრდნობით, მას ზემოთ ჩამოთვლილი 26 ფეხბურთელით წარმოუდგენია დადებითი შედეგის მიღწევა, სხვა დანარჩენი კი უკეთ გამოჩნდება უშუალოდ თამაშის (თამაშების) მიმდინარეობისას.
ჩვენი ფეხბურთელების საერთო მდგომარეობაზე ითქმის, რომ დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას, შემადგენლობა ასე თუ ისე ოპტიმალურია. ცალკე გამოსაყოფიც კია რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფორმა სანაკრებო პაუზის წინ:
პირველ რიგში, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მძიმედ დაიწყო საკლუბო სეზონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ კარლსრუეში, თუმცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში აკრიფა ფორმა და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გოლების ორნიშნა მაჩვენებელი უკვე დააფიქსირა. აიაქსიდან მშობლიურ მეტსში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემაც გაიხსენა გოლების გემო და ბოლო 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო საფრანგეთის ლიგა 1-ში. გვეიმედება ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ფიზიკური მდგომარეობა და მათი სათამაშო პრაქტიკა საკლუბო დონეზე. გიორგი მამარდაშვილმა კი ნაკრების შეკრებაზე გამოფრენამდე კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ვილიარეალის წინააღმდეგ: მოიგერია თერთმეტმეტრიანი, ჰქონდა რამდენიმე ბრწყინვალე სეივი და მიუხედავად ვალენსიას მარცხისა, სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ვილი სანიოლი უკვე კარგად დასწავლილ 5-მცველიან სათამაშო ტაქტიკას გამოიყენებს და, შესაბამისად, დიდი დატვირთვა წამოვა ფლანგის მცველებზე. მნიშვნელოვანი იქნება ცენტრალური ნახევარდაცვის ბალანსი ჩაშლასა და შეტევის ორგანიზებას შორის; თავდასხმასთან შემაკავშირებელ როლს კი დიდი ალბათობით ყველაზე კრეატიული გიორგი ჩაკვეტაძე მოირგებს; წინ იქნება ორი ფორვარდი, რომელთაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საგოლე თუ ნახევრად საგოლე მომენტები. სხვა დანარჩენს მატჩის დინამიკა და ინდივიდუალურად მოთამაშეთა იმპროვიზაცია წარმართავს.
რა შეიძლება ითქვას ლუქსემბურგის შემადგენლობაზე და, ზოგადად, გუნდზე — ბოლო პერიოდში მათ აშკარა და თვალსაჩინო პროგრესი აქვთ, კარგად მუშაობს ლუკ ჰოლტცი და მათ დამსახურებულად მოახერხეს ერთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება ის 25-კაციანი სიიდან, რომელიც ჰოლტცმა გამოიძახა ამ სანაკრებო პაუზისთვის: პირველ რიგში, სტალის ნახევარმცველი, სებასტიან ტილი უნდა ვახსენოთ, რომელიც ნახევარდაცვის ლიდერია და სახიფათოა შეტევით ნაწილში. ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში მოთამაშე ლეანდრო მარტინში ბარეიროს დიდი დრო ეძლევა ბუნდესლიგურ მაინცში და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ამ მოთამაშის კლასზე მეტყველებს. მათაც აქვთ დანაკლისი დანიელ სინანის სახით, რომელიც თავდასხმაში, ალბათ, ყველაზე სახიფათოც კი იქნებოდა ლუქსემბურგელთა შორის.
სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური და ქართველი გულშემატკივრის ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნება დევს — ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები გადავსებულ დინამო არენაზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამოკვეთილი ფავორიტია და აქვს ყველანაირი ფიზიკური თუ მორალური უპირატესობა და საშუალება, დაამარცხოს მეტოქე და გავიდეს ფინალში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები