საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული გადაცემები ეთერში იანვრიდან გავა
საზოგადოებრივ მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული გადაცემები ეთერში 2018 წლის იანვრიდან გავა. ამის შესახებ On.ge-ს მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ბლოკის დირექტორმა, ია ანთაძემ განუცხადა.
ია ანთაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ გადაცემები მომავალი წლის იანვრიდან გავა, მოწონებული გადაცემების თანამშრომლებს კონტრაქტები მანამდე გაუფორმდებათ და პროექტებზე იმუშავებენ. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი გადაცემების ეთერში გასაშვებად მაუწყებელი ტექნიკურად და ტექნოლოგიურად მზად სწორედ ამ ეტაპისთვის იქნება.
"ეს გადაცემები მოწონებულია იმ მხრივ, რომ კარგი და საინტერესო იყო პილოტები და იდეა. ბოლომდე დამუშავებული ხომ არ არის? ამ გადაცემებზე ჩვეულებრივად დაიწყება მუშაობა შემოდგომაზე და როდესაც მოვა ახალი წელი, გადაცემები უკვე მზად უნდა იყოს ეთერში გასასვლელად. დღეს ეს გადაცემები ეთერში გასასვლელად მზად არ არის", - ამბობს ანთაძე.
კითხვაზე, დიდი პერიოდის გამო, ხომ არ არსებობს რისკი, კონკურსით გამარჯვებულმა გადაცემებმა საზოგადობრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა შეწყვიტონ, ანთაძე ასე პასუხობს:
"რომ გითხრათ, ეს რისკი არსებობს, ან არ არსებობს - ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მათ გადაცემას მომზადება არ უნდა და ისე კარგად არიან [მომზადებულები], რომ ხვალვე ეთერში შევიდნენ - ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები, ალბათ, არც ჩვენ დაგვაინტერესებს იმიტომ, რომ სანამ გადაცემა ეთერში შევა, უნდა ჰქონდეთ გარკვეული დრო მოსამზადებლად", - აღნიშნა ანთაძემ.
კონკურსში გამარჯვებულ გადაცემებს შორის მოხვდა ისეთებიც, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ დრომდე გადიოდა. გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი და ავტორი, ნინო ზაუტაშვილია ამბობს, რომ მისი გუნდის წევრებს ხელშეკრულებები უკვე გაუფორმდათ და ახალი სეზონისთვის მუშაობას სექტემბრიდან განაახლებენ. ზაუტაშვილი დასძენს, რომ მათ მიერ კონკურსის დროს წარდგენილ გადაცემაში ასახული იყო ყველა ის ცვლილება, რასაც მაყურებელი განახლებული სეზონიდან იხილავს.
"მე ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეიძლებოდა ახალი დეკორაციით და განახლებული დეტალებით ეთერში შესვლა და იქნებოდა ძალიან კარგი ასე რომ მომხდარიყო", - ამბობს ზაუტაშვილი, რომლის თქმითაც, გადაცემა ეთერში დაბრუნებას შეძლებს, თუ მაუწყებელი ტექნიკურად მზად იქნება.
საზოგადოებრივ მაუწყებელი 2013 წელსაც, რამდენიმე თვის განმავლობაში, ამზადებდა გადაცემას ეთერში გასასვლელად. მუშაობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ და მისმა ჯგუფმა ისე დატოვეს არხი, რომ მათი გადაცემა ეთერში არ გასულა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები