ბრაზილიელმა მეცნიერებმა ძალიან პატარა ზომის ბაყაყი შეისწავლეს, რომელიც დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ხელაა.

ბაყაყს მეცნიერებმა Brachycephalus pulex უწოდეს და ახლა ის დედამიწაზე ყველაზე პატარა ხერხემლიანიანად ითვლება. ბაყაყი ადამიანის ფრჩხილზე პატარაა, მაგრამ ხერხემლიანებისთვის დამახასიათებელი რთული ბიოლოგია გააჩნია.

ეს მიგნება აჩენს შეკითხვას, რა ვიცით სიცოცხლის მრავალფეროვნებაზე და რამდენი რამ არის კიდევ აღმოსაჩენი?

აღმოჩენა

კვლევა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მეცნიერები ბაიას შტატის სამხრეთ ტერიტორიებს სწავლობდნენ.

თავდაპირველად არსება გომბეშოდ მიიჩნიეს. ამ არასწორმა კლასიფიკაციამ პროცესები დროში გაწელა და მხოლოდ ახლა მოხდა იმის დადგენა, რომ არსება რეალურად ბაყაყია. წლების გასვლასთან ერთად, ამ ბაყაყების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების გაგება კიდევ უფრო გაღრმავდა.

ამ სახეობის ზომა დაახლოებით 7-8 მილიმეტრია. ეს ალბათ ხერხემლიანთა მინიატურიზაციის ზღვარია. მკვლევრების თქმით, ხერხემლიანი ზომაში ამაზე პატარა აღარ უნდა იყოს.

რაც ასევე საინტერესოა, ბაყაყის ეს ზომა არა მხოლოდ ხელს უწყობს სახეობის გადარჩენას, არამედ ხსნის უნიკალურ შესაძლებლობებს.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია როგორც მიკროორგანიზმების, ისე დიდი ცხოველების ბუნების გასაგებად. ამით შეიძლება მეტი გავიგოთ ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა გამარტივებული სმენის სისტემა და ძალიან პატარა კიდურები.

მკვლევრების თქმით, ამ აღმოჩენამ ისინი კიდევ ერთხელ დააფიქრა დედამიწის ბიომრავალფეროვნებაზე.

კვლევა ჟურნალ Zoologica Scripta-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.