ოკუპირებული ცხინვალის რადიოში დაბლოკეს ზემფირა, Bi2 და კრემლის მიერ "აგენტებად" გამოცხადებული სხვა მომღერლები
ფოტო: dich.media
რა ხდება: ტელეგრამის არხის, Сапа Цхинвал-ის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო რადიოსადგურმა IR შეწყვიტა კრემლის მიერ "უცხოური გავლენის აგენტებად" გამოცხადებული მომღერლების სიმღერების ეთერში გაშვება.
დეტალები: რადიოს ეთერში აღარ ისმის ზემფირას სიმღერები, ასევე, ჯგუფების — Bi-2 და Машина времени-ს რეპერტუარი.
- ტელეგრამის არხის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, ე.წ. სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის ხელმძღვანელების მოთხოვნით, დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღეს.
- "ერთმა მათგანმა მუსიკალურ რედაქტორთან საუბრისას თქვა, რომ "არ სურს მოღალატეების მოსმენა", რადგან თავადაც რუსეთის მოქალაქეა და მოითხოვა, რუსეთის ფედერაციაში "უცხოელ აგენტებად" გამოცხადებული შემსრულებლების სიმღერები ჩვენი ეთერიდან ამოგვეღო", — უთხრა წყარომ Сапа Цхинвал-ს.
- მათივე ინფორმაციით, რადიოს მენეჯმენტი იმაზეც დიდხანს ფიქრობდა, ამოეღოთ თუ არა ეთერიდან ალა პუგაჩოვას რეპერტუარი, რომელიც მართალია, რუსეთში "უცხოურ აგენტად" არ გამოუცხადებიათ, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის თაობაზე მისი ზოგი საჯარო პოზიციის გამო, მასაც მიაწებეს "მოღალატის იარლიყი".
რას ამბობენ რადიოში: IR-ის დირექტორმა, ხათუნა კაზიევამ განაცხადა, რომ ისინი იღებდნენ ზარებს, ამ შემსრულებლების ფლეილისტიდან ამოღების მოთხოვნით და ტელეგრამ-არხს უთხრა, რომ გაუჭირდება იმის თქმა, კვლავ დააბრუნებენ თუ არა აკრძალულ მომღერლებს რადიოს მუსიკალურ ბადეში, რადგან "გადაწყვეტილება ჯერ დროებითია".
ბოლო ხაზი: რუსული კანონპროექტი, უცხოური აგენტების შესახებ, ინიციირებულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ.
- ანალოგიური რუსული კანონის მიღება საქართველოში უნდოდა მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას 2023 წლის მარტში.
- ამას თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
- საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ორჯერ, ძალის გამოყენებით დაარბია აქციის მონაწილეები, შემდეგ კი საზოგადოებრივი ზეწოლის იძულებით, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები