საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების TOP 5 ფორმა
ნებისმიერ სპორტში, მათ შორის, ფეხბურთშიც, ეროვნული ნაკრების ფორმა გუნდის იდენტობისა თუ ღირებულებების გამომხატველი და ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორია 1990 წლიდან იწყება. გუნდმა პირველი შეხვედრა იმავე წლის 27 მაისს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2, დასრულდა. ამ მატჩში ვიხილეთ ეროვნული ნაკრების პირველი, საკმაოდ არასტანდარტული ფორმაც, რომელიც იყო თეთრი, გერბის ადგილას შინდისფერი დროშის ემბლემითა და მკერდზე დიდი წარწერით — "საქართველო". აღსანიშნავია, რომ ფორმა კონკრეტულ ბრენდს არ შეუკერავს. პირველი ფორმის შემდეგ დღემდე, ჯამში 50-მდე დიზაინი და 7 ბრენდი გამოვიცვალეთ.
ფოტო: Wikimedia
2022 წლის მაისამდე, სანამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საიმიჯო ხედვას წარადგენდა, იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს ნაკრების ეკიპირებამ ძალიან დიდი გზა გაიარა; მუდმივად იცვლებოდა გერბის დიზაინი, ფორმის ფერები და ვიზუალი, ბრენდები და სხვადასხვა დეტალი. მეტიც, ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ლურჯი ფორმაც გვქონია და ისეც მომხდარა, რომ ფორმის შექმნაში ფედერაციამ მინიმალური წვლილი შეიტანა და ის მზა სახით უეფასგან მიიღო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტრადიციული ფერების ნაცვლად, ლურჯი ელემენტების მქონე თეთრი ფერის მაისურებით ვიასპარეზეთ. მაისურებზე სახელმწიფო გერბი და წარწერა GFF (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია) იყო გამოსახული.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ეკიპირების საბოლოო სახით შექმნის რთული და გრძელი გზის მიუხედავად, ისტორიის განმავლობაში რამდენიმე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფორმის გამოყოფა შეიძლება. ამ სტატიაში ჩემს ტოპ 5 ფორმას გაგიზიარებთ.
5. საქართველოს ნაკრების 2010-2012 წლების საშინაო ფორმა
ფოტო: Acento .com.do
2008 წლიდან ჩვენი გუნდის ფორმებს Jako ქმნიდა. 2010 წელს ამ ბრენდმა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფორმა შემოგვთავაზა — მინიმალისტური თეთრი ფერი, საყელოზე წითელი ზოლები და ამავე ფერის ელემენტები. როდესაც ეს ფორმა ტოპ 5-ში შემყავს, ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ის, ჩემ გარდა, ალბათ ბევრი ჩვენგანისთვისაა დაუვიწყარი, ვინაიდან 2011 წელს სწორედ ამ ფორმებით დავამარცხეთ ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 1-0.
4. საქართველოს ნაკრების 1996 წლის ფორმა
ფოტო: Worldshirts.net
ეს ფორმა საქართველოს ნაკრებმა სპეციალურად ნორვეგიასთან დაპირისპირების დროს გამოიყენა. როგორც ცნობილია, მას შემდეგ ამ მაისურით ჩვენს გუნდს აღარ უთამაშია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფორმაზე იყო საფეხბურთო გერბის გამოჩენის პირველი მცდელობა — არწივი დროშის ფერებთან ერთად, წარწერით "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია". Kappa-ის შეკერილი წითელი ფორმა თეთრი ზოლებითა და მხრებზე ბრენდის ლოგოებით საკმაოდ ეფექტური იყო.
3. საქართველოს 1994-1996 წლების ფორმა
ფოტო: Imago
Adidas-ის მიერ შეკერილი ფორმა ფეხბურთის ერთგულ მაყურებელს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს — თეთრი მაისური, მკერდის მიდამოზე დატანილი შავ-წითელი კუბოკრული დიზაინი, შავი შორტი მარცხენა ტოტზე მსგავსი კუბოკრული დიზაინით. ეს ფორმა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმითაც, რომ ზუსტად იმავე პერიოდში გერმანიის ნაკრებიც მსგავსი ეკიპირებით ასპარეზობდა. ქართულ-გერმანული ფორმების მსგავსება 1995 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებისას კარგი სანახავი იყო.
2. საქართველოს 1996-1997 წლების გასვლითი ფორმა
ფოტო: Alamy
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები Adidas-ის ეკიპირებით ასპარეზობდა. მინდა, გამოვარჩიო ამ პერიოდის გასვლითი წითელი ფორმა, რომელსაც შავი შორტი ამშვენებდა. განსაკუთრებული იყო მაისურის დიზაინი — წითელი ფერი, შავი საყელო, სახელოზე წრიულად შემოვლებული სამი შავი ზოლი — მოკლედ, კლასიკური ადიდასი. ფორმა გამოირჩეოდა იმითაც, რომ ნაკრების პირველი ლოგო, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის მეტსახელად "ჯვაროსნების" შერქმევის მიზეზიც გახდა.
1. საქართველოს ნაკრების ახლანდელი შავი ფორმა
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
შავი ფორმა ჩვენი გუნდისთვის უცხო არაა. 2022 წლამდე, სანამ ფედერაცია ახალ კონცეფციას წარადგენდა, საქართველომ სხვადასხვა დროს ორჯერ უკვე იასპარეზა შავი ფორმებით. მიუხედავად ამისა, Macron-ის მიერ შემოთავაზებული შავი ფორმა ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია, რომელსაც, თავის მხრივ, სიმბოლური დატვირთვა აქვს: მაგალითად, ახალი ლოგო, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული, მკერდზე დატანილი წარწერა "მე ვარ საქართველო", რომელიც ეროვნულ სულისკვეთებას ნათლად წარმოაჩენს და ა.შ. მოკლედ, ეს ფორმა ისაა, რაც გულშემატკივარმა საყვარელი გუნდისთვის შეგიძლია ინატრო. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ მატჩში გატანილი გოლების რეკორდი (8) ტაილანდის წინააღმდეგ სწორედ ამ ფორმით დავამყარეთ. ახალი ფორმა და ახალი ხედვა კი დიდი მიზნებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ასე თითქოს ჩვენი გუნდისთვის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და Macron-ის კოლაბორაციით, ჩემ მიერ პირველ ადგილზე დაყენებული შავი ფორმის მსგავსი ექსკლუზიური ფორმაც შეიქმნა, რომელსაც არანაკლებ გამორჩეული დიზაინი აქვს. მაისურებზე დებოსის ეფექტით დატანილია უწყვეტი ხაზი, რაც საქართველოს ბანკის სახასიათო ვიზუალური ელემენტი და "არ გაჩერდეს" სიმბოლოა. ამასთან, თითოეულ მაისურს ნაკრების კაპიტნის — გურამ კაშიას ხელმოწერა "ძალა შენშია" ამშვენებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ექსკლუზიური მაისურები, რომლებიც ქართული ფეხბურთისა და მათი ქომაგების ერთიანობის სიმბოლოა, საქართველოს ბანკის 8 000-ზე მეტ თანამშრომელს საჩუქრად გადაეცა. რაც მთავარია, სწორედ ამ ფორმით იასპარეზებს ჩვენი ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში.
ამავე თემაზე:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა

კომენტარები