2024 წელს NASA-ს ზონდი მზეს "შეეხება"
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში მზის შესასწავლად გაშვებული ზონდი Parker Solar Probe წელს, 24 დეკემბერს, მზეს 195 კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის.
ასევე, იხილეთ: NASA-ს ზონდმა მზიდან ამოფრქვეულ პლაზმაში გაიარა და მომხდარი გადაიღო
NASA-ში აღნიშნულ მოვლენას "მზესთან შეხებას" უწოდებენ. აპარატი ჩვენი სისტემის ცენტრალურ ვარსკვლავს ძალიან მცირე დისტანციაზე მიუახლოვდება და, ისტორიაში პირველად, მის ატმოსფეროს ასეთი "შემხებლობით" გამოიკვლევს.
"ფაქტობრივად, ვარსკვლავზე თითქმის ვეშვებით. ეს კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება, რომელიც 1969 წელს მთვარეზე დაჯდომის ეკვივალენტურია", — აცხადებენ სააგენტოში.
ზემოხსენებული მისია მზის უკეთ შესწავლას ემსახურება. მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად Parker Solar Probe მნათობთან იმაზე ახლოს გადაადგილდება, ვიდრე ნებისმიერი ზონდი. ის მერკურის ორბიტის ფარგლებში მოძრაობს და ვარსკვლავის მახასიათებლებზე მონაცემებს გვაწვდის, მათ შორის სურათების სახითაც. ეს მზის ქარის ფორმირებისა და ევოლუციის გამოკვლევაში გვეხმარება.
///
ასევე, ზონდის მეშვეობით საშუალება გვეძლევა, ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ამინდის პროგნოზირება შევძლოთ და წინასწარ განვსაზღვროთ, რა გავლენას იქონიებს ეს დედამიწასა და აქ არსებულ საკომუნიკაციო სისტემებზე.
მზესთან "შეხებისას", რა თქმა უნდა, აპარატს გადაადგილდება ძალიან მაღალი ტემპერატურისა და რადიაციის პირობებში მოუწევს. ის ვარსკვლავთან 7-ჯერ უფრო ახლოს მივა, ვიდრე სხვა ხომალდები.
"დავაკვირდებით მზის ქარში არსებულ ტალღებს, რომლებიც მცხუნვარებასთან ასოცირდება. ვეჭვობ, რომ სხვადასხვა ტიპის ბევრ ტალღას დავაფიქსირებთ, რაც იმ შერეულ პროცესებზე მინიშნება იქნება, რომელთა შესახებაც მრავალი წელია, მსჯელობა მიმდინარეობს", — ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი, ნიკი ფოქსი.
კომენტარები