KidNest სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალისტია
ფოტო: თიბისი
კომპანია KidNest სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც პრე-აქსელერატორის გუნდთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესი ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპებმა, პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, პროგრამები მნიშვნელოვნად დახვეწეს.
მობილური აპლიკაცია KidNest 2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა.
მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა, ერთი მხრივ, აღმზრდელების სამუშაოს ამარტივებს - საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის ყოველდღიური თუ პერიოდული აქტივობების, ასევე მათი საჭიროებების შესახებ, მეორე მხრივ კი, KidNest-ის საშუალებით მშობლები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საბავშვო ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების, გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ, ადმინისტრაციას კი აპლიკაცია აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ მწყობრ ინფორმაციას აწვდის.
KidNest-ს მარტივად სამართავი სისტემა აქვს. პირველ რიგში, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია პლატფორმაზე არეგისტრირებს აღსაზრდელს და მშობელს სარეგისტრაციო ლინკს უგზავნის. ამგვარად აპლიკაციის შემქმნელებმა ბავშვთა უსაფრთხოებაზეც იზრუნეს — ამ ლინკის საშუალებით ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობელს, ან მშობლის მიერ დარეგისტრირებულ სანდო პირს ეძლევა. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მშობელს სისტემაში ყველა ის ინფორმაცია შეჰყავს, რაც მას ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინა, ამგვარად, აპლიკაციის საშუალებით მშობელი საბავშვო ბაღთან ონლაინ ხელშეკრულებას აფორმებს. სისტემაში შეყვანილი მონაცემების საშუალებით, ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს სწრაფად მოიძიოს მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასევე, აპლიკაციის ჩათში დაეკონტაქტოს მას. ჩათი და ქლაუდ-სისტემა KidNest-ის ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებიც ბავშვის შესახებ ინფორმაციას ერთიან სივრცეში უყრის თავს.
აპლიკაცია ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიქმნა და უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში გაიტესტა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სატესტო ვერსიას საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოჰყვა, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე მშობლების მხრიდან.
"სისტემა სამ დიდ საბავშვო ბაღში გავტესტეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ორივე მხარემ საკმაოდ მარტივად აუღო ალღო ჩვენს პლატფორმას და საბოლოოდ ყველა მიხვდა, რამდენი დროის, ენერგიისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა შეიძლება KidNest-ის საშუალებით და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს კომუნიკაცია საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის. ამავდროულად, სატესტო რეჟიმმა ცხადად დაგვანახა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა პრე-აქსელერატორი, რომელმაც საშუალება მოგვცა, შევხვედროდით მაღალი დონის ექსპერტებს, სპიკერებს, გაგვეცნო მათთვის ჩვენი სტარტაპი და უნიკალური ფიდბექი მიგვეღო. სასწავლო პროცესის განმავლობაში შევცვალეთ ბიზნესგეგმა, დავუმატეთ კომპონენტები, დავხვეწეთ სტრატეგია. საბოლოოდ, მოვამზადეთ ძალიან კარგი ფიჩი, რის საფუძველზეც „ქიდნესტი“იმ 9 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში 3 დღით ტალინში გაემგზავრება. ეს არის სრულიად უნიკალური პროცესი და გამოცდილება, რომელიც მივიღეთ და რომელიც პრე-აქსელერატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა", — ამბობს ქიდნესტის თანადამფუძნებელი, ქეთანა სტურუა.
„ქოდნესტი“ სხვა სტარტაპებთან ერთად ტალინში იანვარში გაემგზავრება, სადაც 3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუტკამპი და საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი. .
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს, დაარსების დღიდან თიბისის პროგრამა სტარტაპერი უჭერს მხარს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი ჩაერთო და, მთლიანობაში, გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები