ხშირად წლების მერე შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე იმ წარმატებულ და საინტერესო ადამიანებს, რომლებმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს, თუმცა მათზე არასდროს არაფერი გვსმენია.

ასეთია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, რომელმაც საფრანგეთისა და ბრაზილიის კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, თუმცა მხატვრის შესახებ, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა, საქართველოში ცოტამ თუ იცის.

სწორედ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მოღვაწეობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით 19 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მხატვრის პირველი მასშტაბური გამოფენა მოეწყო.

პროექტის გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი და SOLO.

მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა უკვე დასრულდა, მხატვრის პოპულარიზაცია კვლავ მიმდინარეობს. მათ, ვინც ექსპოზიციის დათვალიერება ვერ მოახერხა, იანვრის ბოლომდე მხატვრის ნამუშევრების ხილვა SOLO ლაუნჯების ვიტრინებში შეეძლებათ.

ეს სტატია სწორედ ამ სიახლეს ეძღვნება. თუმცა სანამ დაგათვალიერებინებთ, რა ხდება ვიტრინებში, გეტყვით იმასაც, რომ მოძრავი ფიგურებით მორთული ვიტრინები ჭავჭავაძის, ყაზბეგის და ბათუმის ფილიალებში დაგხვდებათ.

ფოტო: საქართველოს ბანკი

"ვინაიდან, SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო თამარის და მისი შემოქმედების ქართველი მოსახლეობისთვის გაცნობა. სწორედ ამ მიზნით, თამარის ნიჭის პოპულარიზებას ვაგრძელებთ და მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა დასრულდა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ნამუშევრები უკვე ვიტრინებში იხილონ.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს საახალწლოდ ჯადოსნურ და ლამაზ ვიტრინებს ვქმნით. როდესაც თამარის ნამუშევრები დავათვალიერეთ, მივხვდით, რომ ზუსტად ის იყო, რაც ამჯერად გვინდოდა, გაგვეკეთებინა," — ამბობს ლიზა ქისტაური, SOLO-ს ბრენდ მენეჯერი.

ალბათ სასიამოვნოდ გაგაოცებთ ისიც, თუ გეტყვით, რომ მოძრავი ვიტრინების მორთვის ინსპირაცია სრულად ქართველი მხატვრის ნაშრომები გახდა. იდეა კი დაიბადა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც SOLO-ს გუნდმა საქართველოს ბანკთან ერთად თამარ დე-ლეტე ვაჩნაძის გამოფენის გენერალური სპონსორობა გადაწყვიტა.

იდეის განხორციელებაზე კომპანია ტრიკოლორმა იზრუნა. ჩვენ მის წარმომადგენელს, ნინო კალანდაძეს ვესაუბრეთ:

"სამუშაო პროცესი საინტერესოდ წარიმართა: დასაწყისში შეირჩა ნამუშევრები, დეტალები, კოლაჟების ესკიზები, რომლებიც გრაფიკულმა დიზაინერებმა სამუშაო ფაილებად გარდაქმნეს.

მიზნად დავისახეთ, მხატვრის ნამუშევრების ესთეტიკა და კომპოზიციები მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. იმისთვის, რომ ბეჭდვისას რომელიმე ფრაგმენტი არ დარღვეულიყო, ილუსტრატორებმა და მხატვრებმა თითოეული დეტალი ყურადღებით დაამუშავეს.

საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომლითაც ამ პროექტში ჩართული თითოეული ადამიანი ამაყობს — ფიგურები დავამუშავეთ ზუსტად იმავე მასალებით, რითაც პირვანდელი ნაშრომები იყო შესრულებული და ფაქტურები მაქსიმალურად არის მიახლოებული ორიგინალ ნაშრომებთან".

ფოტო: საქართველოს ბანკი


არ გამოტოვო შესაძლებლობა, საქართველოში პირველად თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მოძრავი ფიგურები ამჯერად ვიტრინებში იხილო.