კოლექტორი თბილისი მეორადი ავეჯის ონლაინ მაღაზიაა — აქ საგულდაგულოდ შერჩეული, რესტავრირებული ხის ავეჯი და დეკორატიული ნივთები დაგხვდებათ. საქართველოში არსებული სხვა ავეჯის მაღაზიებისგან განსხვავებით, კოლექტორი განსხვავებულ და საინტერესო კონცეფციას გვთავაზობს, მარტივად რომ ვთქვათ — ყიდვას და გაყიდვას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ავეჯის ცირკულირებას, მრავალჯერ გამოყენებასა და ნარჩენების შემცირებას" — ამბობს ანა, კოლექტორი თბილისის ერთ-ერთი დამფუძნებელი — "სწორედ ამიტომ, ჩვენ არა მარტო ვყიდით, ვყიდულობთ კიდეც ავეჯს."

იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ როგორ მუშაობს კოლექტორი, ან როგორ შეიძლება მიჰყიდოთ ავეჯი კოლექტორს, ანას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

ფოტო: Collector Tbilisi

როგორ გავყიდო ავეჯი კოლექტორის დახმარებით?

თუ სახლში, სარდაფში ან სხვენში ხისგან დამზადებული ძველი ნივთი გაქვთ, გადაუღეთ ფოტო და ატვირთეთ ჩვენს ვებგვერდზე. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ნივთს შევიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ „კოლექტორი” მხოლოდ ხისგან დამზადებულ ავეჯს ყიდულობს.

როგორ განისაზღვრება გასაყიდი ნივთის ღირებულება?

ნივთის ღირებულებას თავად განსაზღვრავთ. კოლექტორის ვებგვერდზე გასაყიდი ნივთის ატვირთვის დროს მიუთითეთ, თუ რა ფასად გსურთ ნივთის გაყიდვა. გასაყიდი ნივთით დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ შევისყიდით თქვენგან შემოთავაზებულ ავეჯს, უზრუნველვყოფთ ნივთის თქვენი სახლიდან ჩვენს სახელოსნომდე ტრანსპორტირებას, გავუკეთებთ რესტავრაციას და საბოლოო ნამუშევარს კოლექტორის ონლაინ მაღაზიაში განვათავსებთ.

ფოტო: Collector Tbilisi

თუ გასაყიდი ნივთი თბილისში არაა, ამ შემთხვევაში, დაინტერესდებით ნივთის შეძენით?

დიახ, ნივთის წამოღებას საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეგვიძლია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ძველი, ხელნაკეთი, მასიური ხისგან დამზადებული ავეჯის შეძენა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

თუ სახლში, აგარაკზე ან სოფელში ისეთი ავეჯი გეგულებათ, რომელსაც აღარ იყენებთ, ადგილს იკავებს ან უბრალოდ მოძველებულია, გადაუღეთ ფოტო და გაუგზავნეთ კოლექტორს. იმისათვის, რომ კოლექტორმა თქვენი ნივთის შეძენა გადაწყვიტოს, რამდენიმე დეტალი იქნება დასაზუსტებელი: ნივთის ზომა, ადგილმდებარეობა და ღირებულება. ამ ყველაფრისთვის კი, ეს მარტივი ფორმა უნდა შეავსოთ.

ფოტო: Collector Tbilisi

კოლექტორი თბილისის Facebook და Instagram გვერდების თვალიერებისას, ხშირად წააწყდებით ამ სლოგანს „მეორადი ავეჯი უკეთესი არჩევანია”. თუ ამ სიტყვებმა მეორადი ავეჯის მნიშვნელობაზე თქვენც დაგაფიქრათ, გირჩევთ, მომდევნო საინტერესო სტატიას გაეცნოთ.

კოლექტორი თბილისის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ