ახალი კვლევის თანახმად, დინოზავრები კლიმატის ცვლილების გამო გადაშენდნენ
მკვლევრების თქმით, დინოზავრები ასტეროიდის ჩამოვარდნის გარეშეც გადაშენდებოდნენ.
მეცნიერები ძირითადად თანმხდებიან, რომ 15 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი დედამიწას 66 მილიონი წლის წინ შეეჯახა და დინოზავრების მეფობა დაასრულა.
თუმცა, შეიძლება ასტეროიდი უბრალოდ მოვლენების დამაჩქარებელი ინსტრუმენტი იყო და დინოზავრები გადაშენების პირას ამ მოვლენის გარეშეც იყვნენ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ დინოზავრების გადაშენებას ხელს ასტეროიდამდე კლიმატის ცვლილება უწყობდა ხელს.
მკვლევრების ნაწილს მიაჩნია, რომ მასიური ვულკანები იყო ძირითადად ის ფაქტორი რამაც ეს გიგანტური არსებები გაანადგურა.
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი ნაშრომი ჟურნალ Science Advances-ში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ვულკანურმა ამოფრქვევებმა ატმოსფეროში იმდენი გოგირდი გამოუშვა, რომ ამ ყველაფერმა გლობალური ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია.
მკვლევრების თქმით, ეს პროცესი ასტეროიდის ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის რათა პლანეტის გარემო შეეცვალა.
მომაკვდინებელი ხაფანგი
"ეს დინოზავრებისთვის ნამდვილი ხაფანგი იყო. ვულკანიზმმა შექმნა საფუძველი გლობალური კრიზისისთვის, რამაც არაერთხელ გააუარესა გარემო პირობები. შედეგად, პლანეტაზე განმეორებადი ვულკანური ზამთრი ჩვეულებრივი ამბავი გახდა", — ამბობენ კვლევის ავტორები.
კლიმატის ეს არასტაბილურობა მცენარეებსა და დომინანტ ცხოველებს საფრთხეს შეუქმნიდა. ეს უნდა ყოფილიყო დინოზავრების გადაშენების მთავარი მიზეზი, რამაც საბოლოოდ ძუძუმწოვრების ზომაში ზრდა და ჩვენი სახეობის გაჩენა გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნიათ ახალი კვლევის ავტორებს.
ამ თეორიის მიხედვით, ასტეროიდი უბრალოდ "ტორტზე დადებული ალუბალი" იყო.
კომენტარები