როგორ და რამდენს გამოიმუშავებს Netflix
Netflix (NFLX) მედია კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ეგრეთ წოდებული სტრიმინგ სერვისს სთავაზობს. მისი საშუალებით გამომწერებს სატელევიზიო შოუების, სერიალების, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ სექტორში კონკურენცია განსაკუთრებით გაძლიერდა, რადგან არაერთმა მედია გიგანტმა მომხმარებელს სტრიმინგ პლატფორმები შესთავაზა. Netflix-თან კონკურენციაში არიან Walt Disney-ის Disney+, Amazon-ის Prime Video, Apple-ის Apple TV+ და Peacock-ის შვილობილი კომპანია — NBCUniversal.
მეორე კვარტლის შედეგები
Netflix-ის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ წმინდა შემოსავლის სახით 1,49 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3,24%-ით აღემატება. ამასთან, კომპანიამ 8,2 მილიარდიანი შემოსავალი დააფიქსირა, რაც წლიურ ჭრილში 2,72%-იანი ზრდაა.
ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც Netflix-ია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომწერთა რაოდენობის ზრდა. თუ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ამ კომპანიის ფასიანი გამომწერების რიცხვი წლიურად 8%-ით გაიზარდა და 238,39 მილიონი შეადგინა. უნდა ითქვას, რომ ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში კომპანიის გამომწერთა რაოდენობა თანმიმდევრულად იზრდება.
2023 წლის მაისში Netflix-მა ფასიანი გაზიარების სერვისი 100-ზე მეტ ქვეყანაში გაუშვა. სწორედ ამის საფუძველზე, კომპანია 2023 წლის მეორე ნახევარში შემოსავლების ზრდას ელოდება.
Netflix-ის ბიზნეს-სეგმენტები
კომპანიის შემოსავლის უმთავრესი ნაწილი მისი გამომწერების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული. თუმცა, ასევე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს ეგრეთ წოდებულ დაბალფასიან წევრობას სთავაზობს, რაც რეკლამასთან არის ინტეგრირებული.
Netflix-ის სტრიმინგ სერვისი სამი საშუალებით არის ხელმისაწვდომი: პრემიუმ პაკეტი, სტანდარტი და სტანდარტი რეკლამებით.
რაც შეეხება გეოგრაფიას, Netflix-ის ბიზნესი ძირითადად განაწილებულია ოთხ რეგიონზე: შეერთებული შტატები და კანადა; ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა; ლათინური ამერიკა; და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი.
აშშ და კანადა
Netflix-ის შემოსავლები ამ რეგიონიდან 1,72%-ით არის გაზრდილი. საუბარია მიმდინარე წლის მეორე კვარტალზე, როდესაც კომპანიამ შეერთებული შტატებისა და კანადის რეგიონიდან 3,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. არსებული მონაცემებით, ეს რეგიონი კომპანიის მთავარ საყრდენად რჩება, რადგან მისი შემოსავლების 44% სწორედ მასზე მოდის.
ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა
2023 წლის მეორე კვარტალში ამ რეგიონმა Netxlix-ს 2,56 მილიარდის შემოსავალი მოუტანა, რაც წლიურად 4,27%-იან ზრდას ნიშნავს. რეგიონი კომპანიის შემოსავლებში 31,4%-იანი წილით არის წარმოდგენილი.
ლათინური ამერიკა
ლათინური ამერიკიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 4,56%-ით არის გაზრდილი და 1,08 მილიარდს შეადგენს. როგორც ანგარიშებში ჩანს, ეს რეგიონი ყველაზე სწრაფად მზარდი იყო მეორე კვარტალში. ამ რეგიონმა Netflix-ის კვარტალურ შემოსავლებში 13,2%-იანი წვლილი შეიტანა.
აზია-წყნარი ოკეანე
ამ რეგიონიდან კომპანიის შემოსავლები წლიურად 1,2%-ით არის გაზრდილი და მეორე კვარტალში 919 მილიონ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში Netflix-ის მთლიან შემოსავლებში ეს რეგიონი 11,27%-ით არის წარმოდგენილი.
აქციების ღირებულება
2022 წელს კომპანიამ 31,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. თუ მხოლოდ მიმდინარე წლის ორი კვარტლის ჯამურ შემოსავლებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ Netflix-მა 6 თვეში მისმა შემოსავლებმა 16,3 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები 14,1 მილიარდი იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ Netflix მოგებიანი კომპანიაა — გასულ წელს კომპანიის წმინდა შემოსავალი 4,5 მილიარდი იყო. ეს მონაცემი ჩამორჩებოდა 2021 წლის წმინდა შემოსავლებს (5,1 მილიარდი), თუმცა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2020 წელს დაფიქსირებულ რიცხვს — 2,8 მილიარდ დოლარს.
არსებული მდგომარეობით, კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით 51,67%-ით არის გაზრდილი. ამჟამად მისი ერთი აქცია 437,48 დოლარად ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 195,748 მილიარდი დოლარია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
კომენტარები