ქართული კომპანია SmartSoft არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა
ფოტო: სმარტსოფტი
Welcome to the family of the World Champions! — ასე წარადგინა არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ქართული კომპანია SmartSoft ნაკრების ციფრულ სპონსორად.
SmartSoft ქართული კომპანიაა, რომელიც 8 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ონლაინ თამაშების პროვაიდერია ევროპაში. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და მისი პარტნიორები სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები არიან მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან. SmartSoft-ის პორტფელი 60-მდე თამაშს აერთიანებს.
არგენტინის ნაკრების პარტნიორი ქართული კომპანია 20 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისთვის (AFA) ეს პირველი ევროპული პარტნიორობაა და მიზნად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და არგენტინული ფეხბურთის ევროპულ ბიზნესთან მეტად დაახლოებას ისახავს.
გუგა გოცაძე, SmartSoft-ის მმართველი პარტნიორი: "არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან პარტნიორობა ჩვენი კომპანიისთვის ისტორიული მომენტია. გვეამაყება, რომ პირველი კომპანია ვართ ევროპიდან, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების ციფრული პარტნიორი გახდა. შედეგად, ბიზნესისა და თამაშების სამყარო არგენტინულ ფეხბურთთან გაერთიანდა და გვჯერა, რომ ეს კოლაბორაცია ჩვენს საქმიანობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს."
კლაუდიო ტაპია, AFA-ს პრეზიდენტი: "ძალიან გვიხარია, რომ SmartSoft არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისა და ეროვნული ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა. ბოლო რამდენიმე წელია ჩამოვაყალიბეთ ასოციაციის სტრატეგიული ხედვა და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნაკრების ურთიერთობების განმტკიცებას საერთაშორისო გულშემატკივართან. ვგეგმავთ განვავითაროთ კომერციული და მარკეტინგული მიმართულებები და მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილე ვიყოთ. გვჯერა, რომ ამაში, ევროპის კონტინენტზე კომპანია SmartSoft დაგვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ამდენ წამყვან საფეხბურთო ნაკრებს შორის, SmartSoft-მა სწორედ არგენტინის ნაკრები აირჩია."
SmartSoft, ქართული კომპანია მსოფლიო ჩემპიონების ოჯახიდან, ახალი სტატუსით ევროპულ ბაზარზე ოფიციალურად მალტაში, გეიმინგის გამოფენაზე წარდგება. არგენტინგის ნაკრების ციფრული სპონსორისთვის 14-17 ნოემბერს დაგეგმილი გამოფენა წელს მე-20 ღონისძიება იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.
ნოემბრის ბოლოს, SmartSoft-სა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას შორის პარტნიორობის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი არგენტინაშია დაგეგმილი.
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — 26 ფოტო რა ეცვათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — 26 ფოტო
გადახედვა
-
პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია
გადახედვა
-
რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ
გადახედვა
-
ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები
გადახედვა
-
ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის
გადახედვა
-
როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით
გადახედვა
-
10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ 10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ
გადახედვა
-
მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს
გადახედვა
-
"ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე "ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს
გადახედვა
-
RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
"ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის "ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის
გადახედვა
-
9 500 წლის წინანდელი კრემაცია — არქეოლოგებმა უძველესი რიტუალის კვალი აღმოაჩინეს 9 500 წლის წინანდელი კრემაცია — არქეოლოგებმა უძველესი რიტუალის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ირაკლი დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს ირაკლი დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს
გადახედვა
-
კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ
გადახედვა
-
დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს
გადახედვა
-
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი თეირანი ახალი სეზონით დაბრუნდა — ნახეთ ტრეილერი თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი თეირანი ახალი სეზონით დაბრუნდა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები