"მიზანი დეპუტატებისთვის მეტი კომფორტის შექმნაა" — პრობლემები საპარლამენტო რეგლამენტის ცვლილების მიღმა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" (TI) მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივის მიზანი დეპუტატებისთვის მეტი კომფორტის შექმნაა.
- ორგანიზაციის წერილში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტის ღიაობა ყველა მიმართულებით უარესდება.
- დადებითად მხოლოდ ფარული კენჭისყრის გაუქმება შეიძლება იქნას მიჩნეული.
რა ცვლილებაზეა საუბარი?
- ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, და მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე, გურამ მაჭარაშვილს — ღიად ანტიდასავლური მოძრაობიდან ხალხის ძალა.
- მათ მიერ შეთავაზებული ახალი წესით, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისთვის, პლენარული სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიმდინარე საკითხის განხილვა შეაჩეროს.
- იცვლება პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციები.
- იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა: ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 — საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
რა არის პრობლემა: TI-ს მიიჩნევს, რომ რადგანაც პლენარულ სხდომაზე, საკითხების განხილვას დეპუტატების დიდი ნაწილი არ ესწრება და ისინი დარბაზში მხოლოდ კენჭისყრისთვის შედიან, ახალი წესი კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მათ და შესაძლებლობას მისცემს, წინასწარ ცნობილ დროს, მხოლოდ კენჭისყრისათვის მივიდნენ სხდომაზე.
- ასევე, პრობლემურია დაჩქარებული წესით კანონის მიღების კიდევ უფრო გამარტივება, ცვლილებით ერთ დღეს ორი მოსმენით კანონის მიღების პროცედურა ბიუროს თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
საპარლამენტო კონტროლის და ანგარიშვალდებულების გაუარესება: TI აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით მნიშვნელოვანი ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულება უქმდება, ისევე, როგორც კომიტეტის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც.
- ეს ცვლილებები კი, TI-ს შეფასებით, საპარლამენტო კონტროლსა და ღიაობას მნიშვნელოვნად აუარესებს.
- ცვლილებებით, ასევე, იკრძალება კომიტეტის სხდომიდან ტელერეპორტაჟი. საერთაშორისო გამჭვირვალობის აზრით, იმ შემთხვევაში თუ სხდომა არ არის დახურული, მედიას უნდა ჰქონდეს უფლება, აწარმოოს ტელერეპორტაჟი და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პოლიტიკური და საკანონმდებლო მოვლენების შესახებ.
ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებების შეზღუდვა: TI მიზანშეუწონლად მიიჩნევს კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელთა რიგითობას და გამოსვლის დროის განსაზღვრას საკითხის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, რადგან ყველა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია და ოპოზიციონერ დეპუტატებს, აზრის გამოხატვის საშუალება, შესაძლოა, შეეზღუდოთ.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები