ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა — ვინ ასრულებს ქართულად ლეგენდარულ ჩიკაგოს კომპოზიციებს
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ადვილად დასამახსოვრებელი, მიმზიდველი, გულშიჩამწვდომი, ინტიმური, ზოგჯერ ცეცხლოვანი, ზოგჯერ კი სევდიანი, იუმორისტული და სარკასტული — ასეთია მიუზიკლ ჩიკაგოს კომპოზიციები და სიმღერის ტექსტები, რომლებიც რთულია მოსმენის შემდეგ დაივიწყოთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ლეგენდარული მიუზიკლის ნახვას ამიერიდან საქართველოშიც შეძლებთ და, შესაბამისად, მასში გაჟღერებული კომპოზიციებითაც ისიამოვნებთ.
ჩიკაგოს წარმდგენი და სპონსორია არქი — ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.
ჩიკაგო წისქვილის ჯგუფის თეატრის ახალი გრანდიოზული დადგმაა, რომელიც ქართული აუდიტორიის წინაშე უკვე წარსდგა. მან მაყურებელთა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ჩიკაგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლია მსოფლიო თეატრის ისტორიაში. მისი ამგვარი წარმატება კი, დაუვიწყარი სიუჟეტისა და საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფიის გარდა, მუსიკამ განსაზღვრა.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ჩიკაგოსთვის მუსიკა კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა შექმნა. ის ჯაზის ელემენტებითაა გაჯერებული და ვოდევილის ჟანრის ძლიერ გავლენას განიცდის. მიუზიკლის მუსიკალური ნომრები არაჩვეულებრივად გამოხატავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქას — მის სულსა და განწყობებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპოზიციების მახვილგონივრული ტექსტები, რომლებზეც ლირიკოსმა ფერდებმა იმუშავა. სატირით, შავი იუმორით გაჯერებული ტექსტები, რომლებშიც ავტორი ოსტატურად თამაშობს სიტყვებით, უნიკალურ სიუჟეტურ ქარგას ქმნის. ამასთან ერთად, კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოკვეთს პერსონაჟთა ხასიათს. ჩიკაგოს ქართული დადგმისთვის ტექსტზე თეა და სოსო ყიფშიძეებმა იმუშავეს.
მუსიკის ტექსტებზე კი ირინა სანიკიძემ, რომელმაც ნამდვილად ოსტატურად შეძლო ისე აეჟღერებინა მუსიკა, თითქოს ქართულად დაიწერა.
"ეს უბრალოდ მიუზიკლი არ არის, ეს არის ვოდევილი, რომელშიც ყველაფერია ნაჩვენები. ავტორს არ დაუწერია არც ერთი სიტყვა ტყუილად და არ მეგონა ამხელა სიღრმეს თუ შევეჯახებოდი", – ამბობს თეა ყიფშიძე.
ჩიკაგოს მუსიკალურ ხელმძღვანელი კი თამუნა არჩვაძე გახლავთ, რომელმაც შეძლო და ერთნაირი წარმატებით აამღერა როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი მომღერლები.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"ჩიკაგო არის ურთულესი შესასრულებელი და რა საკვირველია, ის ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის ფასად შეიქმნა. „თეატრში“ გვყავს პროფესიონალი მომღერლები, მაგრამ არა არტისტები და, პირიქით, არტისტები, მაგრამ არა მომღერლები. ეს სინთეზი ჩემთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, თავი ყველამ ძალიან კარგად გაართვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არცერთი სიტყვა არ არის ჩაწერილი, არ არის ფონოგრამა, მასიური სცენები და ბექებიც კი. თავიდან ბოლომდე ცოცხლად შესრულებაა.", – გვითხრა თამუნა არჩვაძემ.
ფოტო: წისქვილი ჯგუ
„ჩიკაგო წისქვილის თეატრში თვეში ორჯერ გაიმართება, რა საკვირველია, ტრადიციულად, საუცხოო ვახშმის თანხლებით. კალენდრის სანახავად გადადით თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე და დაჯავშნეთ ბილეთი თქვენთვის სასურველ დროს.
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
კომენტარები