როგორ ცვლის ფსიქოდელიური ნივთიერებები ტვინს
ახალი კვლევა აჩვენებს იმას თუ როგორ იწვევს ფსიქოდელიკები სწრაფ და ხანგრძლივ ცვლილებებს ნეირონულ დონეზე.
ადამიანის ტვინს შეუძლია შეიცვალოს, თუმცა, როგორც წესი, ეს საკმაოდ ნელი პროცესია. ამის მაგალითია ახალი ენის სწავლა და ინსულტისგან გამოჯანმრთელება. ახალი უნარების ათვისება თავის ტვინში ცვლილებებთანაა დაკავშირებული, ამას ტვინზე ჩატარებული კვლევები მოწმობს.
მაგალითად, თუ დაეუფლებით კალკულუს 1-ს, თქვენს ტვინში რაღაცა უკვე განსხვავებულია. გარდა ამისა, ტვინში ნეირონები ფართოვდებიან და იკუმშებიან იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად უწევთ "აქტიურობა".
აქედან გამომდინარე ტვინის სწრაფი ცვლილება მნიშვნელოვანია — ეს არა მხოლოდ ახალი უნარების სწავლისას, არამედ ისეთი პრობლემების დაძლევისას, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და დამოკიდებულებები.
არის შემთხვევები, როდესაც ტვინში სწრაფი და ხანგრძლივი ცვლილებები ხდება. ყველაზე ხშირად ეს ტრავმული გამოცდილებისას ფიქსირდება, რაც ტვინზე წარუშლელ კვალს ტოვებს.
საინტერესოა, რომ ტვინზე პოზიტიური გამოცდილებებიც შეიძლება ასევე სწრაფად აისახოს. სოციოლოგები ასეთ მოვლენას ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას უწოდებენ. სავარაუდოდ, ასეთი პოზიტიური გამოცდილება ტვინში გარკვეულ ცვლილებს ძალიან სწრაფად იწვევს.
როგორ ხდება ეს სწრაფი და პოზიტიური გარდაქმნები? როგორც ჩანს, ტვინს აქვს საშუალება, ხელი შეუწყოს დაჩქარებულ ცვლილებებს. და აი ისიც, "ფსიქოდელიური" ფსიქიოთერაპია სწორედ ამ ბუნებრივ ნერვულ მექანიზმს იყენებს.
ფსიქოთერაპია ფსიქოდელიკების გამოყენებით
მათ, ვისაც ფსიქოდელიური გამოცდილება ჰქონია, აღწერს მას, როგორც ინდივიდუალურ გამოცდილებას, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. თუმცა, ის შეიძლება იყოს კონცეპტუალირებული, როგორც ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა. ეს აღქმის ცვლილებით — საკუთარი თავის შეცვლილი აღქმითა და სწრაფად ცვალებადი ემოციებით ხდება. სავარაუდოდ, ტვინში "კონტროლის მექნიზმი" სუსტდება და ეს აჩენს განსხვავებულ შეგრძნებებს.
შესაბამისი ფსიქოთერაპია ფსიქოდელიური ნივთიერებების მიღებასთან ერთად საუბარსაც მოიცავს. მკვლევრებმა აღწერეს შემთხვევები, როდესაც სუბიექტები ღრმა, პიროვნულ ტრანსფორმაციას სულ რაღაც 6 საათში ავლენდნენ. ისინი ამ დროს ფსილოციბინის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მაგალითად, კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებმა თერაპიის შემდეგ სწრაფი შვება იგრძნეს.
როგორ ხდება ეს?
კვლევის მიხედვით, ახალი უნარები, მოგონებები და დამოკიდებულებები დაშიფრულია ტვინში შესაბამისი კავშირებით ნეირონებს შორის — ერთგვარი ტოტებით, რომლებიც იზრდება ერთმანეთის მიმართ. ნეირომეცნიერები ზრდის ამ ნიმუშს არბორიზაციას უწოდებენ.
ფსიქოდელიური ცვლილებების მექანიზმი
ფსიქოაქტიური მოლეკულები ტვინს ნერვული უჯრედების რეცეპტორების მეშვეობით ცვლის. ფსიქოდელიური საშუალებები, როგორიცაა DMT და აიოვასკა 5-HT2A ტიპის რეცეპტორს ააქტიურებს. როგორც ჩანს, ეს რეცეპტორი ჰიპერპლასტიკურ მდგომარეობას იწვევს, რა დროსაც ტვინი სწრაფად იცვლება.
ეს 5-HT2A რეცეპტორები, რომლებსაც DMT ააქტიურებს, არის არა მხოლოდ ნეირონის უჯრედის ზედაპირზე, არამედ ნეირონის შიგნითაც. სწორედ ეს არის ნეირონების სტრუქტურის სწრაფი ცვლილების მიზეზი. მაგალითად, სეროტონინი ვერ აღწევს უჯრედულ მემბრანაში. სწორედ ამიტომ ჰალუცინაციები არ გვაქვს ანტიდეპრესანტების მიღებისას.
მეტიც, გარდა იმისა, რომ DMT ენდოგენური მოლეკულაა, ის ბუნებრივად სინთეზირებულია ძუძუმწოვრების ტვინში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ნეირონებს საკუთარი "ფსიქოდელიური" მოლეკულის გამომუშავება შეუძლიათ — თუმცა, ეს მცირე რაოდენობით.
რას ნიშნავს ეს? შესაძლებელია, რომ ტვინი საკუთარ ენდოგენურ DMT-ის, როგორც ცვლილებების ინსტრუმენტს ისე იყენებს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მკვლევრები ახლა ამ ბუნებრივ ფენომენს თერაპიებში იყენებდნენ.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ამ მხრივ კვლევების გაგრძელებაა საჭირო. ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ფსიქოდელიური ნივთიერებების თერაპიის სახით გამოყენება შესაბამის პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე სახიფათოა.
კომენტარები