"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" — ტოიოტა ცენტრი თეგეტას მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიგო. პროექტი — ქალები, რომლებიც არ არსებობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა და მისი მიზანი იმ გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რომლებსაც საქართველოში ქალები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო Watergunz-ია.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ყოველწლიურად იმართება. წელს გამარჯვებულები 13 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიურის ოთხი გუნდი აფასებდა.
4 ჯილდოს მფლობელი კამპანია — ქალები, რომლებიც არ არსებობენ იმ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერული სტერეოტიპები ხელს უშლით.
"ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კამპანიის მხარდაჭერა. საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება, საზოგადოება კი პროფესიებს კვლავაც კაცისა და ქალის საქმეებად ყოფს. ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ბევრმა ქალმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება იმ პროფესიაში, რომელშიც სურდა. კამპანიის მხარდაჭერით, გვინდოდა, გვეთქვა, რომ პროფესიას არ აქვს გენდერი და ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა — იქნება ეს მექანიკოსობა თუ მფრინავობა", — აღნიშნავს თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების სხვადასხვა პროექტში. 2022 წელს კომპანია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა, რითაც დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ, ცხადია, არ არის პირველი კამპანია, რომელიც ტოიოტა ცენტრი თეგეტას მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები პროექტებში, რომლებიც ქალთა როლის გაძლიერებისკენ არის მიმართული და ამ თემაზე არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, კამპანია — ქალი საჭესთან. აქვე აღვნიშნავ, რომ მხარი დავუჭირეთ ქალ ოფროუდერს, რომელმაც დაახლოებით 40 წლის ასაკში ისწავლა მანქანის მართვა და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. გასულ თვეს ჭიათურის რეგიონში შევხვდით ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელობა არ აქვს სქესს და თავიანთი მიზნებისკენ მტკიცედ უნდა იარონ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლებიც ქალთა გაძლიერების კუთხით განვახორციელეთ და, ცხადია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", — თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი.
კამპანია — ქალები, რომლებიც არ არსებობენ რამდენიმე ნაწილს მოიცავდა. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ ახსენებდა, რომელთა პროფესიული ოცნებებიც, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ვერ ასრულდა.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები