"ღირსების დასაცავად" — სამშობლოში დაბრუნებული ერაყელი იუთუბერი მამამისმა მოკლა
ფოტო: tiba99 / YouTube
22 წლის ერაყელი იუთუბერი ტიბა ალ-ალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოკლა. დანაშაული წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, მსოფლიო მედიის ყურადღება მან მას შემდეგ მიიქცია, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა.
ტიბამ ერაყი 17 წლის ასაკში დატოვა და სწავლის გასაგრძელებლად ცხოვრება სტამბოლში დაიწყო. მისი თქმით, ქვეყანაში ცხოვრება ისე მოეწონა, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საკუთარ ვიდეოებში, რომელთაც იუთუბზე 20 ათასზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს, ახალგაზრდა ქალი სწორედ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, თავის მოვლის რუტინასა და პირად ურთიერთობებზე საუბრობდა ხოლმე.
გავრცელებული ცნობით, ტიბას მამა, ტაიპ ალი, თავისი შვილის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგი იყო. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა შვილის ურთიერთობას სირიელ საქმროსთან.
იანვრის თვეში კი, როცა იუთუბერი შინ ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ტაიპ ალი პოლიციას თავადვე ჩაბარდა, მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შემდეგ ერაყის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ქალი გამოვიდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გასაპროტესტებლად. ერაყის სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახის წევრის მკვლელობაში დამნაშავეს სასჯელს უმსუბუქებს, თუ მოტივად "ღირსების დაცვა" სახელდება. "ღირსების სახელით" მკვლელობა კი შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში იშვიათობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ამგვარ დანაშაულს გამართლებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც უძებნიან.
"კანონის თვალსაზრისით, ეს დანაშაულებრივი შემთხვევაა", — აცხადებს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გენ საად მაანი, ტიბა ალ-ალის მკვლელობაზე, — "მეორე მხრივ, ეს ღირსების სახელით მკვლელობაა".
ფოტო: Reuters
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი სამართალი ქალებს და გოგოებს სხვა კანონებითაც აქცევს დაუცველად. მაგალითად, ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლი კაცს "ცოლის დასჯის" უფლებასაც ანიჭებს.
"ეს მკვლელობები შედეგია ფესვგადგმული ქალთმოძულეობისა და სურვილისა, გააკონტროლონ ქალის სხეული და ქცევა", — ამბობს აქტივისტი ლეილა ჰუსეინი, — "როცა ვამბობთ, რომ მკვლელობა 'ღირსების სახელით' მოხდა, ეს მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვის საზიანოა. ის ქალებს საკუთარ სიკვდილზე აკისრებს პასუხისმგებლობას, თითქოს მათ ეს თავადვე გამოიწვიეს არასწორი ან სამარცხვინო საქციელის ჩადენის გამო".
აქტივისტები ასევე ამბობენ, რომ იუთუბერის მკვლელობა ცალკეული შემთხვევა არაა და ბევრი მსგავსი ამბავი საერთოდ არც გახმაურებულა.
გაეროს ცნობით, მსოფლიოში "ღირსების დასაცავად" ყოველწლიურად 5 ათას გოგოს და ქალს კლავენ საკუთარი ოჯახის წევრები.
ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
- ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
- საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
- საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
- სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481.
-
რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ
-
შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა — აქედან 81 ნარკოდანაშაულშია ბრალდებული შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა — აქედან 81 ნარკოდანაშაულშია ბრალდებული
გადახედვა
-
კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს
გადახედვა
-
სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია
-
ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველომ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველომ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
“ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს “ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
გადახედვა
-
პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე? რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე?
-
რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება 1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
-
ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ
გადახედვა
-
იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა
გადახედვა
-
ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
გადახედვა
-
გახარიას პარტია პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტს წარუდგენს გახარიას პარტია პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტს წარუდგენს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში
-
ლადო ბოჟაძე მიხეილ ყაველაშვილს მოუწოდებს, როგორც მრავალშვილიანი მამა "პირადად ჩაერთოს" საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში ლადო ბოჟაძე მიხეილ ყაველაშვილს მოუწოდებს, როგორც მრავალშვილიანი მამა "პირადად ჩაერთოს" საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია
გადახედვა
-
Hello Tech გოგოებისთვის Hello Tech გოგოებისთვის
კომენტარები