ღირს თუ არა ეკონომიის გაკეთება კომპიუტერულ ტექნიკაზე?
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კომპიუტერული ტექნიკა უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ ყველა სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ, უბრალოდ გართობა იქნება ეს, მუშაობა თუ კომუნიკაცია. თუ ახალი ლეპტოპის შეძენა გვიწევს, ჩვენთვის საჭირო მოდელის შერჩევა მარტივი საქმე არაა. ერთი მხრივ იგი ჩვენს საჭიროებებს უნდა მოერგოს, მეორე მხრივ კი ბიუჯეტს.
მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომელი ტექნიკური მახასიათებელია პრიორიტეტული და სად გავაკეთოთ ეკონომია? სად გადის ეს ზღვარი და როდის ღირს თანხის დაზოგვა? — ამ თემაზე რჩევისათვის კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ულტრას მივმართეთ.
"ლეპტოპის შერჩევისას პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის საჭიროება: რა გვჭირდება, რა ამოცანებს უნდა ასრულებდეს და რა დატვირთვებზე მუშაობდეს. თუ ყოველდღიურად მხოლოდ ინტერნეტისთვის და კომუნიკაციისთვის ვიყენებთ ლეპტოპს და არა მძიმე პროგრამებთან სამუშაოდ, ძლიერი მონაცემების მქონე ლეპტოპის შეძენა სრულებით არ არის საჭირო. საჭიროების განსაზღვრის შემდეგ კი უნდა ვისაუბროთ ბიუჯეტზე", — გვითხრეს ULTRA-ში.
დღეს ბაზარზე ლეპტოპების ძალიან დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათ სრულებით განსხვავებული ტექნიკურ მონაცემები აქვს და ფასიც, შესაბამისად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ტექნიკური მონაცემების ის მინიმალური ზღვარი, რომელზე ქვემოთაც ეკონომიის გაკეთება არ ღირს.
რა მინიმალური მონაცემები უნდა ჰქონდეს ლეპტოპს 2023 წლის მონაცემებით
მაღაზიათა ქსელის რეკომენდაციით, ლეპტოპს შემდეგი მინიმალური ტექნოლოგიური მონაცემები მაინც უნდა ჰქონდეს:
- პროცესორი — i3; 11, 12, 13 თაობა;
- ოპერატიული მეხსიერება — 8GB, 3200 MHZ;
- SSD — 256GB, NVMe ინტერფეისი (M.2).
თავისთავად, ამ მონაცემების ლეპტოპით მხოლოდ საბაზისო სამომხმარებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებ, მაგალითად: სოციალური ქსელებით სარგებლობას, საოფისე პროგრამებში მუშაობასა და ფილმების ყურებას.
რატომ არ ღირს უფრო დაბალი მონაცემების მქონე ლეპტოპის შეძენა?
"საქმე ის არის, რომ თანამედროვე საბაზისო აპლიკაციები, მაგალითად Google, მუშაობისას მოითხოვს 5-6GB ოპერატიულ მეხსიერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 4GB მეხსიერების შემთხვევაში ლეპტოპი იმუშავებს შეფერხებებით, რაც მუშაობის ან ფილმის ყურების პროცესს ძალიან დამღლელს გახდის. ასევეა სხვა კომპონენტებზეც, ყოველი ახალი განახლება კი ტექნიკისგან მეტ ტექნიკურ რესურსს მოითხოვს. ასე რომ, ასეთ მონაცემებზე ეკონომიის გაკეთება, ცხადია, არ ღირს, რადგან მალევე მოგიწევთ ახლის შეძენა".
იმ შემთხვევაში, თუ ლეპტოპს უფრო ძლიერი პროგრამებისთვის (მაგალითად, ფოტოშოპისთვის), რენდერისთვის ან თუნდაც ვიდეოთამაშებისთვის იყენებ, ბევრად უფრო მძლავრი მოდელის შეძენაა საჭირო და აქ ეკონომიის გაკეთება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, სწორად შერჩევაში კი ულტრას გაყიდვების გუნდი დაგეხმარება.
ამრიგად, სანამ დაბალ ფასად შემოთავაზებულ ლეპტოპს მხოლოდ მიმზიდველი ფასის გამო შეიძენდე, უმჯობესია, ჯერ მის მონაცემებს დააკვირდე და შემდეგ განსაჯო, რამდენად მოგებიანი იქნება შეთავაზება შენთვის.
თუ კომპიუტერის შეძენაზე ფიქრობ და ამ სტატიასაც სწორედ ამიტომ გადააწყდი, ისიც გაითვალისწინე, რომ კომპანია ულტრას ლეპტოპების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. სკოლაში დაბრუნების კამპანიასთან დაკავშირებით იგი სექტემბრის თვეში მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მისამართებზე.
ასევე იხილეთ: ტესტი: რომელი ლეპტოპი შეგეფერება
კომენტარები