23 აგვისტოს ინდოეთმა მთვარეზე მავალი წარმატებით დასვა. ამით ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხომალდი მთვარის კლდოვან რეგიონში დაუშვა.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ინდოეთი მეოთხე სახელმწიფოა, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვა. აქამდე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.

ახლა ჯერი იაპონიაზეა. საინტერესოა, რომ იაპოვნია მთვარეზე სწორედ იმ ადგილს უმიზნებს, რომელზეც ინდოეთის მავალი დაჯდა.

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს (JAXA) H2-A რაკეტა SLIM-ის მისიას 28 აგვისტოს დაიწყებს. მთვარის მავალს სამხრეთ იაპონიაში, ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ.

რაკეტა ორბიტაზე მოწინავე გამოსახულების თანამგზავრსა (XRISM) და მთვარის მსუბუქ მავალს გაგზავნის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მავალი მთვარეზე იანვარში ან თებერვალში დაეშვება.

იაპონია მთვარეს უმიზნებს

მთვარეზე დაშვებისას წარმატების გარანტიები არ არსებობს. ამის მაგალითი რუსული მავალია. Virkam-ის (ინდოეთი) რბილ დაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსული მავალი Lunda-25 დაეცა მთვარეზე და განადგურდა. რუსებს თავიანთი მავალის დაშვება ასევე სამხრეთ პოლუსზე სურდათ.

მთვარის მისიასთან დაკავშირებით კრახი არც იაპონელებისთვისაა უცხო.

ამავდროულად, JAXA-მ ბოლო წლებში რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა. ერთ-ერთი ასეთი კრახი Epsilon რაკეტის გაშვება იყო. ასევე წარუმატებელი იყო H3 რაკეტის სადებიუტო გაშვება.

The Japan Times-თან ინტერვიუში, ნაგოიას უნივერსიტეტის აერონავტიკის ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა ჯირო კასაჰარამ განმარტა, რომ შეიძლება ეს JAXA-სთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს.

"იაპონიას მხოლოდ ერთი გასროლა აქვს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, სხვა ვარიანტი არ არის", — თქვა კაჰასარამ.

ფოტო: JAXA

იაპონიის Smart Lander for Investigating Moon (SLIM) მისია მთვარეზე დაშვების ზუსტი ტექნოლოგიის დემონსტრირებისთვის შეიქმნა.

ამ ტიპის ტექნოლოგია განსაკუთრებით საინტერესოა ახლა, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა კოსმოსურმა სააგენტოებმა მთვარის სამხრეთ პოლუსს მიაშურეს. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აქ, მთვარის ნიადაგის ქვეშაა დიდი რაოდენობით ყინული.

ცნობილია, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსს რთული რელიეფი აქვს. შესაბამისად, დაშვებასთან დაკავშირებით ახალი ტექნოლოგიბის შემუშავება გახდა საჭირო.

SLIM

როგორც მისი სახელი გვეუბნება, SLIM შედარებით პატარა ლენდერია, რომლის სიმაღლე 2,4 მეტრია. გაშვებისას მისი წონა 590 კილოგრამი იქნება, ამ მასის დაახლოებით ორი მესამედი საწვავია.

ლენდერი შიოლის კრატერზე უნდა დაეშვას.