გოგა მელიქიძე

25 Aug. 2023, 14:50

მონაწილეების დანაზოგები არცერთ შემთხვევაში არ მოხვდება რაღაც რისკიან პროექტებში არამც და არამც. [...] მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში და ქართული საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი.

გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55% და რამეთუ ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება თავის დინამიკაში, ვიდრე ეს იქნება საშუალორისკიანი და დაბალრისკიანი, სტაბილური ან შერეული პორტფელი, ანუ უფრო მეტი რყევა იქნება თორემ ის, რომ რამე დაიკარგება და დავკარგავ დანაზოგს, ეს არის მცდარი ინფორმაცია.

55% გლობალური აქციების ეს არის გადანაწილებული, ანუ დივერსიფიცირებული, დაახლოებით, 3 ათას კომპანიაზე, რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათინური ამერიკა. განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია და ამავდროულად მასში არის ქართლი სახაზინოები და დეპოზიტები 45%. ასე რომ, ამ პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება ან დაკარგვა ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალა ზრდას ნახავენ.

ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა. 6 სექტემბრის შემდეგ საპენსიო დანაზოგები ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელში გადანაწილდება.

კანონის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხორციელდებოდა — ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს და თუ თავად არ აირჩევთ, რომელი პორტფელი გსურთ, სააგენტო თქვენ ნაცვლად გადაწყვეტს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  2. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  3. კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
  5. აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს — ორგანიზაციების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ