ერთიანი ნეიტრალური საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას EU-ს პრიორიტეტებით არ იხელმძღვანელოს
ერთიანი ნეიტრალური საქართველო საკვები პროდუქტების ფასების ზრდის მიზეზებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ და არა ევროკავშირში შექმნილი "საერთო აგრარული პოლიტიკის" დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტებით. ასევე, განცხადებაში წერია, რომ პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე შექმნილი კომისიების მუშაობაში.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ კარგად შეისწავლოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით ევროპელ ფერმერთა მდგომარეობა ბოლო თვეებში, როდესაც, მათი თქმით, ბრიუსელის ქუჩებში ფერმერებს უწევთ ბარიკადებით დაიცვან საკუთარი უფლებები.
"საქართველოში საკვები პროდუქტების ფასები ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. ეროვნული სტატისტიკური მონაცემებით, საერთო ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება აგფლაციის მაჩვენებელი, რაც ზრდის სოციალური და მაკროეკონომიკური არასტაბილურობის რისკ-ფაქტორებს. 2025 წელს საქართველოში საკვები პროდუქტების ფასების ზრდა (აგფლაცია) იყო დაახლოებით 10-11%, მაშინ, როცა წლიური ინფლაცია დაახლოებით 4%-ს შეადგენდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აგფლაციის წილი საერთო ინფლაციაში მაღალია. საკვები პროდუქტების გაძვირება საქართველოში სტრუქტურული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ ხარჯვით ნაწილზე (განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, რადგან დაბალშემოსავლიანთა ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე მიემართება), სოციალურ სტაბილურობაზე, ინფლაციის მოლოდინზე და მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
ფასების ზრდის ძირითადი მიზეზებია:
1. საკვები პროდუქტების იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, სავალუტო კურსის და გლობალური ფასების გავლენები შიდა ბაზარზე;
2. ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტის წარმოებაში, თვითღირებულების შეუქცევადი ზრდა (სასუქი, საწვავი, ტრანსპორტი და ა.შ.);
3. საქართველოს ბაზრის სტრუქტურული პრობლემები (იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა სავარაუდო მაღალი ფასნამატი, იმპორტიორთა კონკურენციის სისუსტე);
4. ე.წ. "ექსკლუზივების" და ქსელებში მონოპოლიური მომწოდებლების დამკვიდრებული პრაქტიკა, ქსელური მარკეტების ზემაღალი მარჟები, ქსელურ მარკეტებში ოფიციალური მარჟების გვერდით, მომწოდებელს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის სავარაუდოდ არსებული ფარული გარიგებები);
5. საქართველოში საწყობებისა და სამაცივრე ჯაჭვის სუსტი განვითარება, რაც ზრდის სეზონურ დეფიციტს და სეზონის კონიუნქტურის დროს, მწვავე იმპორტდამოკიდებულებას;
6. კლიმატური მოვლენები, რაც ამცირებს შიდა მეურნეობების მოსავლიანობას და ზრდის ფასების მერყეობას.
რეკომენდაცია: პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მოგვარების ეფექტური პაკეტი უნდა შედგებოდეს მრავალმხრივი ქმედითი ღონისძიებებისგან:
1. მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დაცვა — პრობლემის საფუძვლიან აღმოფხვრამდე, მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერის დროებითი ღონისძიებების პაკეტის შემუშავება;
2. ინფრასტრუქტურის განვითარება და აგროპროდუქციის გადამუშავების ჯაჭვის ხელშეწყობა — სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობების გაძლიერება;
3. გარემოპირობების გავლენის შემცირება მწარმოებელთა დასაცავად — არსებული აგროდაზღვევის რეფორმა, გასარწყავიანება, ენერგიის წყაროთი უზრუნველყოფა, პლანტაციების და სავარგულების დამცავი ბადეებით უზრუნველყოფისათვის სახ. პროგრამის გაძლიერება, სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობა;
4. კოოპერატიული პროგრამების განახლება და ამ გზით საოჯახო მეურნეობების გაძლიერება
5. სტრატეგიული მარაგების შექმნა კრიტიკულ პროდუქტებზე;
6. ეროვნულ ინტერესებზე მორგებული გრძელვადიანი აგრარული პოლიტიკის (როგორც ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილის) შემუშავება;
7. კონკურენციის სააგენტოს და ბაზრის გამჭვირვალობის სხვა მექანიზმების ინსტიტუციური გაძლიერება;
8. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გაყოფა, ინტერესთა კონფლიქტის გამო;
9. აგროსესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების და კომერციული ბანკების ურთიერთდამოკიდებულების არსებული წესების რეფორმა.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკვე 13 წელია მიმდინარეობს აგროკრედიტით გადამმუშავებელი და ნედლეულის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მთლიანად კომერციულ ბანკებზეა მიბმული.
როგორც აღვნიშნეთ, საკვები პროდუქტების ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი სხვა პროდუქტებთან თუ მომსახურებებთან შედარებით, არის გლობალური და შიდა ფაქტორების კომბინაცია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების და სავარაუდო კარტელური გარიგებების აღკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ფასების სტაბილიზაცია. სახელმწიფომ სტრატეგიულ დონეზე უნდა გადაწყვიტოს, ერევა თუ არა ბაზრის მართვაში. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ერევა ბაზრის მართვაში, განისაზღვროს იმ მექანიზმების და ბერკეტების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე აღიარებული და აპრობირებულია. დღეისათვის არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პრინციპებზე. ის ნაკლებად ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში არსებულ რეალობას.
თუ გადავხედავთ დღეს არსებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმებს, დავინახავთ ხელისუფლების აკვიატებულ იდეას ევროკავშირში "ღირსებით შესვლაზე". აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტი, განვითარების კონკრეტული გზების გამოკვეთის ნაცვლად, გაჯერებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი ტიპური ფრაზეოლოგიით და პრიორიტეტებში გამოკვეთილია ვოუქკულტურისათვის დამახასიათებელი ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად სოფლად ქალის როლის გაძლიერება და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გადახედოს საკუთარ ილუზიებს და აღარ უბიძგოს ქვეყანას ხანგრძლივი კრიზისისკენ. ჩვენი მოთხოვნაა ხელისუფლებამ კარგად შეისწავლოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით ევროპელ ფერმერთა მდგომარეობა ბოლო თვეებში, როდესაც ბრიუსელის ქუჩებში მათ უწევთ ბარიკადებით დაიცვან საკუთარი უფლებები. საქართველოს აგრარული სტრატეგიის დოკუმენტი ახალი რეალობის — შიდა ბაზრის გაჯანსაღების სახელმწიფო ინტერესის შესაბამისი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას ვიხელმძღვანელოთ ეროვნული ინტერესებით და არა ევროკავშირში შექმნილი "საერთო აგრარული პოლიტიკის" დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტებით.
აქვე, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე შექმნილი კომისიების მუშაობაში", — წერია განცხადებაში.
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
კომენტარები