ივნისში ფეისბუკზე ფოტო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბაგრატის ტაძრის საკურთხეველში, ექვსსაფეხურიან მაღალ დასაჯდომზე [ტახტრევანზე] ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ზის.

ქუთაისი პოსტის ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე მას კითხვას უსვამდა, მიტროპოლიტმა სატანის მოციქული უწოდა.

"პოსტი არის ცილისმწამებელი, სატანის მსახურები ხართ თქვენ. მე მწვალებლებს, გადაგვარებულებს, უვიცებს, პასუხს არ ვაძლევ" - უთხრა მან და აღნიშნა, რომ არაფერი დაურღვევია.