რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი შოვის სტიქიაზე
ამის შესახებ მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
გეოლოგის განმარტებით, შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდროელექტროლოგიური მოვლენების სინერგიას, რაც ერთსა და იგივე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციას თანხვედრას გულისხმობს.
- "კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში — მყინვარი თბილისა და ბუბა, ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი. ამ უხვმა ნალექმა, ამ წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. ყველაფერი ეს ღვარცოფში გადაიზარდა და შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია", — ამბობს ის.
დეტალები: მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ადგილზე ჰიდროლოგთა და გეოლოგთა 6 ჯგუფი მუშაობს და ვიზუალურ დათვალიერებასთან ერთად, ინსტრუმენტალური მონიტორინგიც მიმდინარეობს.
- გეოლოგი დარწმუნებით ამბობს, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მიმდინარეობს კვლევები და მსგავსი მასშტაბის სტიქია, ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის.
- "სტიქია რომელიც გუშინ ამ ლოკაციაზე განვითარდა, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან — რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და ის პროცესები, რომლებიც ამ რთულ რეგიონს თავს დაატყდა. ამ ეტაპზე, განმეორების საფრთხე არ არსებობს".
- მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსს სტიქიას ადგილი არასოდეს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში.
- "თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას, რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა".
- გაფრინდაშვილის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.
- კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის არიდება, გეოლოგი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბურობისა და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზირების პრეცედენტი არ არსებობს.
ბოლო ცნობები: ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად 6 ცხედარის აღმოჩენა აქვს დადასტურებული.
- რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კაკაპოტში იპოვეს — მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა კადრები იმის საჩვენებლად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ონში ჩავიდა,იქ ასევე, იმყოფებოდა შალვა პაპუაშვილი. ისინი საგანგებოს შტაბის წევრებს შეხვდნენ.
-
თუმცა შემდეგ მედიების მიერ გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, თუ როგორ ტოვებს ღარიბაშვილი ტერიტორიას ყველანაირი კომენტარის გარეშე.
- შოვში მომხდარ სტიქიაზე ბოლო ცნობები განახლებულ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
კომენტარები