თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
რა ხდება: "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე", — განაცხადეს სტუდენტებმა დღეს, 11 მაისს, უნივერსიტეტის ეზოში. ამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
სტუდენტების განცხადება: "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირვების განმავლობაში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გაცნობოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება.
- თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა, ბოლო კვირების განმავლობაში, პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო.
- ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს; ტერორს უწყობენ ყველას, ვინც რეჟიმის რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება.
- დღეს უკვე აღარ არის საუბარი ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარების პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარ არის მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა ამ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ.
- როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა, ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას.
- ჩვენ უკან დგას ათასობით სტუდენტი, რომელიც არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
- მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად რუსთაველის გამზირზე. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში, გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას.
- საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვართ ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, წინ ევროპისკენ, ძალა ერთობაშია".
კონტექსტი: ქართული ოცნების დაჟინებულ სურვილს, მიიღოს რუსული კანონი საქართველოში, ხალხი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხელისუფლება პერიოდულად იყენებს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაზიანებული და დაკავებულია არაერთი მოქალაქე.
- ორშაბათს, 13 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავს.
- მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს.
- თუმცა, ეს იქნება სიმბოლური აქტი, რადგან ქართულ ოცნებას აქვს რესურსი, ვეტო დაძლიოს
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები