გალერეა ფოტოგრაფია საქართველოში პირველი იქნება, რომელიც კოლექციის სახით საქართველოში და კავკასიის რეგიონში მომუშავე ფოტოგრაფების ნამუშევრების შეზღუდულ გამოცემებს წარმოგიდგენთ.

გალერეის მიზანია ფოტოგრაფებისთვის და ამ ტრადიციის გაგრძელებისთვის ხელის შეწყობა, რაც ამ სფეროს შემდგომ განვითარებაზე აისახება.

გალერეა ფოტოგრაფიაში წარმოდგენილი იქნება თხუთმეტამდე წარმატებული და ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები.

ფოტო: დათო ქორიძე

ფოტო: გიორგი გოგუა

ფოტო: გიორგი ცაგარელი

სივრცე მომავალში სხვა აქტივობებს, ლექციებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს ხელოვანებთან და გასამჟღავნებელი ოთახში მუშაობას დაეთმობა. ასევე გაიყიდება სპეციალურად ჩამოტანილი ფოტო ფირები და სხვა ფოტოაქსესუარები.

გალერეა ფოტოგრაფია 30 ივნისს გაიხსნება მისამართზე: რევაზ თაბუკაშვილის 21, საღამოს 19:30 საათზე.