მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა გაზეთმა 320-წლიანი არსებობის შემდეგ გამოცემა შეწყვიტა
ფოტო: Picture Aliance / DPA
მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა გაზეთმა 320-წლიანი ისტორიის შემდეგ ბეჭდური ვერსიის გამოცემა შეწყვიტა. ავსტრიული გამოცემა Wiener Zeitung ამიერიდან მხოლოდ ინტერნეტში განაგრძობს საქმიანობას.
გაზეთის ხელმძღვანელობამ ბეჭდური გამოცემის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. ცვლილების მიხედვით, კომპანიები ვალდებულები აღარ იქნებიან, ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაზეთის ბეჭდურ გამოცემაში განათავსონ. რადგან ეს Wiener Zeitung-ისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, გაზეთმა ბეჭდური გამოცემა დახურა და თანამშრომლების ორი მესამედი სამსახურიდან დაითხოვა.
Wiener Zeitung სამთავრობო გაზეთი იყო, თუმცა, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. გაზეთმა გამოცემა 1703 წლის აგვისტოში დაიწყო და მას შემდეგ სახელიც არაერთხელ გამოიცვალა.
"320 წელი, 12 პრეზიდენტი, 10 იმპერატორი, 2 რესპუბლიკა, 1 გაზეთი", — ასეთი წარწერა ამშვენებდა Wiener Zeitung-ის უკანასკნელი ნომრის თავფურცელს.
აღსანიშნავია, რომ ამ გაზეთში დაიბეჭდა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აქვე იტყობინებოდნენ 1768 წელს "გამორჩეული ნიჭის" მქონე 12 წლის მოზარდზე — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტზე.
სამსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, Wiener Zeitung-მა გამოცემა მხოლოდ ერთხელ შეაჩერა — მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანია ავსტრიაში შეიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.
ამდენი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ გაზეთის დახურვა ახლა უჩვეულო უნდა იყოს, მაგრამ თავად გამოცემა ბოლო ნომერში სხვა მიზეზებსაც ხსნის:
"ხარისხიანი ჟურნალისტიკისთვის ახლა რთული დროა. უფრო და უფრო მეტ პლატფორმებს იკავებს ყალბი ინფორმაცია, კატების ვიდეოები და შეთქმულების თეორიები".
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
კომენტარები