სიძულვილის ენა, ჰომოფობია, თავდასხმები ოპონენტებზე, პროტესტი — როგორ ჩაიარა ღარიბაშვილის წლიურმა მოხსენებამ
რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 ივნისს პრემიერმინისტრმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
- ვიდრე ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ტრიბუნასთან, დადგებოდა, აქტივისტები მას შეძახილებითა და ბანერებით დახვდნენ — პარლამენტთან გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს.
- სიტყვით გამოსვლა პრემიერს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მას "მოღალატე" და "რუსი" უწოდეს. სანაცვლოდ, ღარიბაშვილს ტაშს უკრავდა ქართული ოცნება.
- პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს "გაუბედურებული", "საცოდავები", "განადგურებულები" და "პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები" უწოდა, შემდეგ კი მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
ეკონომიკური მიმოხილვა: ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო.
- თქვა, რომ მსოფლიოსთვის ურთულესი, გამოწვევებით აღსავსე პერიოდია და მისი მთავრობის მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაა.
- ისაუბრა ინფლაციაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ირწმუნება, რომ ქვეყანამ სერიოზულ წინსვლას მიაღწია და ეკონომიკა 30 მილიარდი ლარით გაიზარდა.
- "ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
- მისივე მტკიცებით, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
პრემიერმა დააანონსა ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა.
- მისი თქმით, მთავრობის ამბიციაა, საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდეს და მოემსახუროს არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც.
- "ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
- პრემიერის თქმით, წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა.
- "51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ".
ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება: ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსები მიმართეს.
- განაცხადა, რომ უმოკლეს ვადაში წარმოადგენენ კონკრეტულ ინიციატივებს დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებასა და ზოგადად, "ოჯახების გაძლიერებაზე".
- ირწმუნება, რომ ხარისხიანი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
- ისაუბრა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის დაფინანსებაზე და თქვა, რომ, სანამ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას ბიუჯეტი დაფარავს.
საგარეო პოლიტიკა: თქვა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს თავადაც და საგარეო საქმეთა მინისტრიც.
- განაცხადა, რომ პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
- ისაუბრა ამ მიმართულებით მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევაზე და დასძინა, რომ გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა ევროპელი მეგობრების "დიდი შეცდომა" იყო.
- "ჩვენ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან უვიზოდ ევროპაში, ეს არის ჩვენი დამსახურება, მეგობრებო, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება", — თქვა პრემიერმა.
- აქვე ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟში ოპოზიცია დაადანაშაულა.
- "კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქართული ოცნების პირობებში".
- მისივე მტკიცებით, ოპოზიციის საბოტაჟის გამო ვერ შესრულდა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, პოლარიზაციის შემცირება.
თავდაცვა: პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით "აქტიური აღმშენებლობა გრძელდება".
- ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი ჯარის გაძლიერებაა, ოპოზიცია კი "სამარცხვინოდ იქცევა".
- ამავე კონტექსტში გააკრიტიკა გირჩი — მეტი თავისუფლება და მათი ბანაკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს ძალადობრივი ჯგუფი დაესხა.
- პრემიერმა ოპოზიციის ბანაკებს ანტიეროვნული უწოდა და თქვა, რომ თავდაცვა ჯარის ბანაკებს დააორგანიზებს.
- "ზურა გირჩი პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს. [...] შექმნეს ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე? რამხელა, ბოდიში და, სიბინძურესთან გვაქვს საქმე?"
კითხვები პრემიერს: "ყოვლისმომცველი და შთამბეჭდავი" — ასე შეაფასეს ღარიბაშვილის გამოსვლა "ოცნების" დეპუტატებმა და მადლობა გადაუხადეს, რომ "ომი არ არის და გენოფონდი არ ნადგურდება", მთავრობის მეთაურს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი პარლამენტარები.
- ალეკო ელისაშვილმა იკითხა, რატომ არ მისცეს საჯარო შენიშვნა თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა და "სად არის ტყვია-წამლის ქარხანა".
- ფრიდონ ინჯიამ პრემიერს მიმართა, მიიღონ კანონი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ, რადგან მისი თქმით, მართალია, "მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია იცემა", თუმცა "ბევრია კიდევ საცემი".
- ნატო ჩხეიძე კი დაინტერესდა, ხომ არ ემუქრება გაქრობა ბაზალეთის ტბას, მისივე სიტყვებით: "იმ აკვანს, რომელშიც ჩაწოლილ ყმას ჩუმის ნატვრით ელოდება ქართველი".
- გირჩის დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამჯერად ინტერესდებოდა, მისია თუ არა ღვიძლი და უნდა ჰქონდეთ თუ არა ადამიანებს ორგანოების გადანერგვის უფლება.
- "დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს, ევროპული ინტერესია", — უთხრა პრემიერს თინა ბოკუჩავამ.
- პაატა მანჯგალაძემ ღარიბაშვილს ჰკითხა, როგორ იცილებდა ომს, კიევი რომ დაცემულიყო.
- ანა წითლიძემ კი მთავრობის მეთაურს ივანიშვილის ფრაზა წაუკითხა და დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მასზე გამოთქმულ შეფასებას, რომ "ის არის არაკომპეტენტური და შეგვიძლია, რაც გვინდა, ის დავუძახოთ".
- "მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აი, ამ ირაკლის არ ანდო მისი მცირე კაპიტალიც კი, რატომ უნდა ებაროს ამ ქვეყნის ბედი?" — თქვა წითლიძე.
პასუხები კითხვებზე: ტრიბუნასთან დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა საუბარი ფრიდონ ინჯიასთან რეპლიკით დაიწყო: "დავრჩით გაღიმებულები, ბატონო ფრიდონ", — უთხრა პრემიერმა დეპუტატს.
- დასცინა ოპოზიციას და თქვა, რომ ისინი დარბაზიდან გაიქცნენ, რათა "ქურქუმალ ვაითს" [ლევან ხაბეიშვილს] დაეხმარონ.
- განაცხადა, რომ რადგან ოპოზიცია პასუხების მოსასმენად არ დარჩა, მათ "აბსურდულ კითხვებსა და შეურაცხყოფებს" არ გამოეხმაურებოდა.
- საუბარი გააგრძელა სანქციების თემაზე და თქვა, რომ ამ საკითხში პირნათლები არიან.
- მავნებელი და უპასუხისმგებლობა უწოდა ოპოზიციას, რასაც თაკო ჩარკვიანის პროტესტი მოჰყვა.
- "თქვენ ხართ უზრდელი პრემიერმინისტრი", — უთხრა მან ღარიბაშვილს და პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა.
არ უპასუხა წითლიძეს ივანიშვილის ფრაზაზე, თუმცა ილაპარაკა პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ მან ქვეყანას 3 მილიარდი დაახარჯა.
- ელისაშვილს უთხრა, რომ რიჟვაძემ თავად განმარტა საკუთარი ფრაზა და ის თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
- შერჩევითად უპასუხა მისთვის სასურველ კითხვებს და დროის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებაზე საუბარს დაუთმო.
თავს დაესხა ლაზარე გრიგორიადისს და 21 წლის აქტივისტი "ვიღაც ბინძურად" მოიხსენია.
- "ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს", — თქვა ღარიბაშვილმა.
- გააგრძელა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაცია და მათ "ტვინარეული, გზააბნეული ერისშვილები უწოდა".
- თქვა, რომ "გახსნეს ჩატები" — "მთელი ინფორმაციები გვაქვს, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას".
- "ეს ადამიანები, დიდი ალბათობით, არიან შეცდენილები. გამოიყენეს და რა მოხდა? — ჩარჩნენ ციხეში".
ღარიბაშვილის ჰომოფობია: პრემიერმა კვლავ ისაუბრა არარსებულ "ლგბტ პროპაგანდაზე", ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა და თქვა, რომ მომწიფდა დრო, ამ თემაზე დებატები გახსნან.
- ამორალური უწოდა მაკდონალდსის კამპანიას და დასძინა, რომ "ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა", ამავე კონტექსტში ახსენა და "პროპაგანდაში" დაადანაშაულა სულაკაურის გამომცემლობაც.
- "ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია, ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა", — ღარიბაშვილის ამ სიტყვებს უმრავლესობის დეპუტატების ტაში მოჰყვა.
- პრემიერმა ილაპარაკა "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგების შესაძლებლობაზეც.
- "შეიძლება, გაიხსნას დებატები, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება", — თქვა მან, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების, ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა.
- "ემხრობით თუ არა ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში", — ეკითხებოდა ღარიბაშვილი კორძაიას.
- "ვინაიდან ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება", — ამბობდა პრემიერი.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
კომენტარები