რა უნდა იცოდე MyCellfie-ის განახლებულ აპლიკაციასა და ციფრულ პროდუქტებზე
ცოტა ხნის წინ ქართულ სატელეკომუნიკაციო ბრენდებს შორის ახალი მობილური ოპერატორი — Cellfie გამოჩნდა. Cellfie-ის აპლიკაცია MyCellfie კომფორტულ დიზაინსა და მრავალფეროვან ციფრულ პროდუქტებს გვთავაზობს, მისით სარგებლობა კი უკვე ყველას შეუძლია. MyCellfie-ის განახლებული აპლიკაციისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ჩვეულებრივი მობილური ოპერატორი არ არის და გაცილებით მეტ შესაძლებლობას გთავაზობს.
გარდა ბალანსის შევსებისა და სასურველი ტარიფების შერჩევისა, MyCellfie-ის აპლიკაცია ისეთ ფუნქციონალებსაც გთავაზობს, რომლებიც ყოველდღიურ რუტინას გაგიმარტივებს და თან შენს გემოვნებაზეც იქნება მორგებული. თუ რა სიახლეებით დაგვიბრუნდა MyCellfie-ის აპლიკაცია, ამის შესახებ Cellfie-ის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ ჯიქიას ვესაუბრეთ.
"აპლიკაცია MyCellfie არის სელფის სრული ოფისი მომხმარებლის მობილურში. ბრენდის განახლებასთან ერთად აპლიკაცია კიდევ უფრო დაიხვეწა და ის მთლიანად აეგო სიმარტივესა და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. სადღეისოდ, აპლიკაცია უამრავ ფუნქციონალს გვთავაზობთ, რომლებიც მოსახერხებელია ყოველდღიური მოხმარებისთვის: თქვენ მარტივად შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, გაიაქტიუროთ ტარიფები/მომსახურებები, აწარმოოთ ხარჯებისა და ბალანსების კონტროლი", — ამბობს თამარ ჯიქია.
MyCellfie-ის მრავალფეროვანი შეთავაზებები
MyCellfie-ის განახლებული აპლიკაცია დღევანდელ ციფრულ რეალობაზე მაქსიმალურადაა მორგებული, რაც მომხმარებლისთვის აპლიკაციით სარგებლობასაც ამარტივებს და მათ მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს. თუ MyCellfie-ის მომხმარებლები ხარ ან აპირებ, რომ მალე გახდე, მაშინ დროის დაზოგვასაც მარტივად შეძლებ, რადგან აპლიკაციის დახმარებით შენ შეძლებ:
- ნებისმიერი მომსახურება ჩართო როგორც საკუთარ, ასევე სხვის ნომერზეც;
- შეავსო ბალანსი, გაააქტიურო პროდუქტები და მომსახურებები;
- ისარგებლო ციფრული პროდუქტების ფართო სპექტრით;
- ისარგებლო ლოიალობის ბარათების საფულით;
- ისარგებლო გადახდის მოქნილი ფუნქციონალით — აპლიკაციაში ინტეგრირებულია Apple Pay და American Express;
- აპლიკაცია სასურველი დიზაინის მიხედვით შეცვალო.
შენს გემოვნებაზე მორგებული ციფრული პროდუქტები
ფოტო: Celfie / Facebook
ტრადიციულ ტელეკომ პროდუქტებთან ერთად, MyCellfie-ის აპლიკაცია შენს სურვილებსა და ცხოვრების სტილსაც ერგება. თუ ფიტნესით ხარ დაინტერესებული, ან გსურს, რომ ყველა საყვარელ მუსიკას ერთ კომფორტულ აპლიკაციაში მოუსმინო და სპორტულ შეჯიბრებსაც უყურო, MyCellfie ამის საშუალებას ერთ სივრცეში გაძლევს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ MyCellfie-ის აპლიკაციაში შესვლისთანავე რამდენიმე შეთავაზებას დაინახავ და შენზე მორგებულს თავად აირჩევ. შემდეგ კი საყვარელ მუსიკას სტინგრეი მუსიკის მეშვეობით შეგიძლია მოუსმინო, სეტანტა სპორტს თვალი ადევნო, ფიტნესით დაკავდე ან ციფრულ ტელევიზიას უყურო. რაც მთავარია, სხვადასხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციებში გადასვლა არ დაგჭირდება, რადგან ეს ყველაფერი MyCellfie-ის აპლიკაციაშია თავმოყრილი.
მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული აპლიკაცია
როგორც ხედავ, MyCellfie-ის აპლიკაცია მაქსიმალურად კომფორტულია, რადგან მისი შექმნის მიზანი მომხმარებლების მოთხოვნილებების მაქსიმალურად გათვალისწინებაა. სწორედ ამიტომ, აპლიკაციაში ისეთი პროდუქტები შეიქმნა, რომლებიც პირადი თუ პროფესიული მისწრაფებების მიღწევაში დაგეხმარება.
"პროდუქტის შექმნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულებისა და კომფორტის შექმნას. დეტალურად ვსწავლობთ მომხმარებლების ქცევას და ვცდილობთ, მათი სურვილების გათვალისწინებით შევქმნათ ახალი პროდუქტები. გზა, რომელსაც ახალი პროდუქტი იდეიდან აბონენტამდე გადის, მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს: პროდუქტის იდეის და პროტოტიპის დამუშავებას, ტექნიკურ ინტეგრაციას და დეტალურ ტესტირებას. პროდუქტები იტესტება მომხმარებელთა ჯგუფებზე, რათა შესაბამისი ცვლილებები განახორციელოთ", — ამბობს თამარ ჯიქია.
ასე რომ, თუ მაქსიმალურად კომფორტულ მობილურ ოპერატორს ეძებ, ან უკვე სარგებლობ MyCellfie-ის აპლიკაციით, რუტინული ოპერაციების განხორციელებას გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარებაც შეგიძლია შეუთავსო.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები