გაგა ჩხეიძე

2 Jun. 2023, 15:37

გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეროვნული კინოცენტრი და არა კულტურის სამინისტრო ან თავად მინისტრი, რომლის ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლეს. მიჩნდება ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.

ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ განცხადებაში საუბარია "ქართული ფილმის განვითარების ფონდში" ჩემს საქმიანობაზე. "ქართული ფილმის განვითარების ფონდი" დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეროვნული კინოცენტრი ვერ შეაფასებს ჩემს საქმიანობს ფონდში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით. ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც.

ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, როემლთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია. უფრო მეტიც, ჩვენ წელს სამინისტროშიც შევიტანეთ განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე, თუმცა უარი მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ყველა საკონკურსო პირობას აკმაყოფილებდა. დღემდე არ მიგვიღია სამინისტროს პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით უარის არგუმენტაციას და ქულებს. ჩვენ ვთვლით, რომ სამინისტრომ განგებ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და კომისიის მუშაობა იყო ფარსი.

განცხადებაში გაისმა შემდეგი სახის მუქარა: "კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე". კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია.

და ბოლოს: კულტურის მინისტრს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან შესანიშნავად იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არ ვარ, და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში. 

წერს კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, რომელიც თანამდებობიდან გასული წლის მარტში გაათავისუფლეს. დღეს კინოცენტრმა განცხადება გაავრცელა და გოეთეს ინტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ჩხეიძე უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს, სიცრუე უწოდა. ასევე, თქვეს, რომ გადახედავენ კინოფესტივალის დაფინანსების გადაწყვეტილებასაც. კინოცენტრის განცხადებას რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ისტორიის ახალ…