გაგა ჩხეიძე

14 Jun. 2023, 15:42

თუ დავაკვირდებით იმ განვითარებას, რაც დაიწყო 2 წლის წინ მინისტრის მოსვლით, ყველაფერი ლოგიკურია, რადგან, როცა სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანი ინიშნება ხელმძღვანელის ადგილზე, მე ვგულისხმობ სიხარულიძის დანიშვნას შარშან, უკვე ამას შეიძლება, მოჰყვეს გამოუსწორებელი ამბები და ამის მოწმე ვხდებით, ფაქტობრივად.

ასეთი ნაბიჯებით, რომლებიც ახლა იდგმება კინოცენტრში, ჩვენ, ალბათ, დავკარგავთ კარგ საავტორო კინოს, დავკარგავთ ექსპერიმენტულ მიმართულებას და ყველაფერი, ალბათ, უფრო კომერციისკენ წავა, წავა, რაღაც, წინასწარ მოფიქრებული ან განსაზღვრული თემებისკენ, რაც მოსწონს და ჯდება მინისტრის გემოვნებაში.

ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ ფორმულასთან ისაუბრა. ის კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან 14 მარტს გაათავისუფლა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც ორი მოადგილის პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ