კინოცენტრი სიცრუეს უწოდებს გოეთეს ინსტიტუტის განცხადებას, რომ გაგა ჩხეიძე უკრაინის მხრდაჭერის გამო გაუშვეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: კულტურის სამინისტრომ ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გასული წლის 18 მარტს გაათავისუფლა.
- მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ფინანსური რესურსების "კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები" გამოვლინდა.
- პირველ ივნისს ინსტიტუტმა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა და მიუთითა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.
- პასუხად დღეს კინოცენტრმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის საიტზე აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
დეტალები: როგორც კინოცენტრი წერს, სტატია შეიცავს "მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას" იმაზე, რომ ჩხაიძე თანამდებობიდან უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის გამო გაათავისუფლეს.
- "ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას და მან, შეიძლება, შეცნობაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება".
- იმეორებენ წულუკიანის უწყების ნათქვამს, რომ ჩხაიძე თანამდებობიდან კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის ანგარიშის საფუძველზე გათავისუფლდა.
- "გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გიგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა".
- აღნიშნავენ, რომ დასკვნა გადაუგზავნეს პროკურატურას, რომელმაც გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის მუხლით დაიწყო.
- "გამომდინარე აქედან, გაგა ჩხეიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ბრალდებები, თითქოსდა რუსეთ-უკრაინის ომთან მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს არც ელემენტარულ სიმართლესთან და არც მორალთან".
კინოცენტრში ამბობენ, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც ჩხეიძეა, 2022 წელს 150 000 ლარით დააფინანსეს, ხოლო 2023-ში — 125 000-ით.
- წერენ, რომ იგივე ფესტივალი კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს 47 000 ლარით დაფინანსდა.
- "უმარტივესი კითხვა იბადება — თუკი კინოცენტრი უკრაინას არ უჭერს მხარს (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით) და ამ მიზეზით "ჩაგრული" გაგა ჩხეიძეზე თავისუფლდება თანამდებობიდან, ამავე გაგა ჩხეიძეს ფესტივალს რატომ უფინანსებს?" — წერს კინოცენტრი.
- ბოლოს კი ამბობენ, რომ "იტოვებენ უფლებას, გადასინჯონ თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხაიძეს დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე".
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
კომენტარები