მომავალი ჩვენია — გაიგე მეტი თიბისის 26 მაისისადმი მიძღვნილი კამპანიის შესახებ
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნებისმიერი მოქალაქისთვის გამორჩეული დღესასწაულია. ეს თარიღი აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის შეუპოვრად ბრძოლის ისტორიას, აწმყოს, როცა მრავალი გამოწვევის მიუხედავად უკეთესობისთვის ვიბრძვით და მომავლის ევროპულ იმედს, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
26 მაისისთვის არაერთი აქტივობა იგეგმება და ამ დღეს ყველა ადამიანი თუ კომპანია განსაკუთრებული სიხარულით ეგებება.
თიბისისთვის, რომელიც თითქმის დამოუკიდებელი საქართველოს ხნის არის, ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამიტომ წლებია, სხვადასხვა კამპანიით ცდილობენ, რომ ერთიანობის, ქვეყნის შენებისთვის თავდაუზოგავი ძალისხმევის და ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობის გზავნილები გაავრცელონ.
წლევანდელი კამპანიის მთავარი მესიჯი კი უკეთესი მომავლის შენებისთვის ახლა, აწმყოში შრომის აუცილებლობა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობა თანაბრადაა.
მომავალი ჩვენია — თიბისის 26 მაისისადმი მიძღვნილი კამპანია
თიბისის მარკენტინგის ლეგიონის პარტნიორის, მაკუნა თავბერიძის თქმით, თიბისის 30-წლიანი განვითარების ისტორია ჩვენი ქვეყნის განვითარების გზასთანაა დაკავშირებული და ამიტომ, ამ ეროვნული დღესასწაულისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებით ემზადებიან.
წლევანდელი კამპანიის მთავარ შთაგონებად ილია ჭავჭავაძის ლექსი — ჩემო კარგო ქვეყანავ იქცა, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ადრე. თუმცა თიბისიმ გადაწყვიტა, რომ ლექსის ალტერნატიული ვერსია შექმნილიყო და ეს საქმე მუსიკოსსა და პოეტს, ერეკლე დეისაძეს ანდო.
"წლევანდელი კამპანიის მიზანია, რომ ახალ თაობას და არამხოლოდ — ნებსიმიერ ადამიანს კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ ისტორიული გამოცდილების შესახებ. დამოუკიდებლობისთვის ერთ დღეში არ მიგვიღწევია, ეს არაერთი ადამიანის შრომის დამსახურებაა. გზა, რომელსაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ, მათთვის იყო აწმყო და მათი დაუღალავი შრომის წყალობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. გვინდა, ადამიანებს ვუთხრათ, რომ თუ გვინდა უკეთესი მომავალი გვქონდეს, აწმყოში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. აღნიშნულ იდეას ილია ჭავჭავაძის ლექსი — ჩემო კარგო ქვეყანავ ეხმიანება. სწორედ ეს ლექსი იქცა კამპანიის მთავარ სიმბოლოდ და მისი შთაგონებით ერეკლე დეისაძემ დაწერა ლექსი", — გვეუბნება მაკუნა თავბერიძე და აღნიშნავს, რომ ერეკლე დეისაძესთან თანამშრომლობა და ლექსის ალტერნატიული ვერსიის შექმნა მარტივი პროცესი იყო.
"თიბისისთვის წარსულის მემკვიდრეობა, კულტურული სიმდიდრე ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ღირებულება და მუდამ ვცდილობდით წარსულსა და აწმყოს შორის კავშირების ფორმირებას. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ გვინდოდა, ქვეყნის ისტორიისთვის, განვლილი გზისთვის გადაგვევლო თვალი, თუმცა ასევე პარალელი გაგვევლო აწმყოსა და მომავალთანაც. ილია ჭავჭავაძის ლექსი ჩემო კარგო ქვეყანა გახდა უწყვეტობის სიმბოლო, თუმცა თუ ლექსში მომავლის იმედზეა აქცენტი, ჩვენ ვთქვით, მოდი აწმყომაც, ასე ვთქვათ, "გვიწყალობოს". ამ მიმართულებით ჩვენი და ერეკლე დეისაძის ხედვა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო პროდუქტი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა", — ამბობს მაკუნა თავბერიძე კამპანიის დაგეგმვის შესახებ.
გარდა წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელი ლექსისა, ამ მთავარი გზავნილის გამოყენებით ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომლის ნახვა უკვე შეგიძლიათ.
თიბისიმ ვიდეორგოლზე სააგენტო Playmakers-თან ერთად იმუშავა. მათ სწორედ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ვიდეოს გმირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც ერთი მთავარი ღირებულება — ქვეყნის წინსვლა აერთიანებთ.
სააგენტოს დამფუძნებელი, კოკა ქამუშაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ Playmakers-ისთვის ამ კამპანიაზე მუშაობა სასიხარულო იყო, რადგან გზავნილი, რომლის საზოგადოებამდე მიტანაც უნდათ, განსაკუთრებით ღირებულია.
"აღნიშნულ ვიდეორგოლზე მუშაობა განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან გვინდოდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე მიგველოცა. ვიდეო, ისევე როგორც ლექსი, უკეთესი მომავლის შენებისთვის აწმყოში შრომის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს — ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მოქმედება, პასუხისმგებლობის აღება, რათა ქვეყანას უკეთესობა მოვუტანოთ", — ამბობს კოკა.
26 მაისთან შესაგებებლად, თიბისიში გადაწყვიტეს, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსის შთაგონებით ერეკლე დეისაძის მიერ შექმნილი ლექსის გზავნილები სხვადასხვა ფორმით გაევრცელებინათ, მათ შორის:
- თიბისის ფილიალების რიგის ნომრები დაიბრენდა ლექსის ამონარიდით და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ტექსტით;
- 25 მაისს, საქართველოს მასშტაბით თიბისის ოფისებში მისულებს თანამშრომლები ბრენდირებული მაისურებით დახვდნენ;
- ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ცენტრალურ ფილიალებში კი, საქართველოს ეროვნული დროშა გადმოიფინა.
გარდა ამისა, მაკუნა თავბერიძის თქმით, თიბისი გეგმავს, რომ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ლექსის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტროფები კედლის მხატვრობად აქციონ და ამით მთელი საქართველოს მასშტაბით გაავრცელონ გზავნილი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაერთიანებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე.
ახლა კი, წაიკითხეთ ერეკლე დეისაძის ლექსი, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის დაიწერა:
ჩემო კარგო ქვეყანავ
ჩემო კარგო ქვეყანავ
რაზედ მოგიწყენია,
მზე რომელიც შენ ცას ათბობს
სიყვარულზე მწველია.
თქვი, რაც გინდა გამოხატო
და ბოლომდე გამოთქვი,
ვიცი ბრძოლის მერე ხმლისგან
ჩონგურს როგორ გამოთლი.
რომ მეც შენი შვილი ვარ და
არასოდეს მბეზრდები,
რომ დინებას მიჰყვებიან
მხოლოდ მკვდარი თევზები.
შენ შენი გაქვს გასავლელი
ჰოდა სულ წინ იარე,
სტუმარს პური გაუყავი —
მტერზე გადაიარე,
შენ ნიჭის და თავგანწირვის
უძლეველი კერა ხარ,
გმირს რომელსაც ელოდები
მიხვდები რომ შენა ხარ.
შენთან დღესაც უყურებენ
პოეტები ვარსკვლავებს,
ვლოცავ რაც ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს,
ვლოცავ – რაც ჩვენ გვასხვავებს.
მომავალი მაშინ მოჩანს
როცა აწმყოც ჩვენია,
ერთმანეთის სიყვარულის
მეტი რა დაგვრჩენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ
მომავალი ჩვენია!
კომენტარები