კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავის ერთგულ მომხმარებელს ახალ კამპანიას სთავაზობს ონლაინ შოპინგის მიმართულებით.

30 მაისის ჩათვლით Wolt-ის აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს ქართული პროდუქცია 40%-მდე ფასდაკლებით, ასევე ორი ნებისმიერი ბადაგონის ქართული ღვინის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ღვინის ჭიქას.

26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CARREFOUR26MAY და მიიღოს 10 ლარი Wolt-ის ანგარიშზე,

ამის გარდა 26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მინიმუმ 50 ლარიან შეკვეთაზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი დაიბრუნებს Wolt-ის ანგარიშზე 20 ლარს.

კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.