საქართველოს ბანკი ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერი გახდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენ მთავარ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდა და საქართველოს ბანკი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერი გახდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძლებთ ღირსეულად ვუმასპინძლოთ უეფას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს. საქართველოს ბანკი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის და მჯერა, რომ რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ეს ტურნირი უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ გულშემატკივარისთვის და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის", — აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ბანკი ფედერაციასთან ერთად UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ ფეხბურთს და ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს A ჯგუფში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, და მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი", — განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა
გადახედვა
-
დღეს საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა დღეს საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა
-
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით აშშ-ში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით აშშ-ში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს
გადახედვა
-
TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
კომენტარები