რა ვიცით ალტ-ინფოს კანონპროექტზე, რომლითაც მოძალადეებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სურთ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
რატომ არის მნიშვნელოვანი: ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერებმა და 5 ივლისის ორგანიზატორებმა, გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ და კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წელს პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინეს, რომლითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვეს.
- ჰომოფობიური კანონპროექტის თანახმად, უნდა აიკრძალოს ისეთი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც მიზნად ისახავს "სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაციას, პოპულარიზაციას და პროპაგანდას" და ისეთიც, რომლის დროსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს.
- დოკუმენტის განმარტებით ბარათში ჰომოფობები წერდნენ, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური უმცირესობების გამართული ღონისძიებების ხილვა მოსახლეობისთვის მიუღებელია, რასაც საზოგადოების "სიმშვიდისა და უსაფრთხოების" მოტივით ხსნიდნენ — თუმცა, სწორედ ისინი არავინ მთავარი საფრთხე და მათი მხარდამჭერები ესხმიან თავს უმცირესობებს.
- მოძალადეების სურვილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება — მათი მოგონილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე.
- მანიფესტაციის ორგანიზატორის შემთხვევაში — ჯარიმა 5 000 ლარით, პატიმრობა კი 30 დღემდე ვადით განისაზღვრება.
- პრორუსები ითხოვენ იმასაც, ცვლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში "სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა" 2-დან 3 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.
- მსგავსი კანონით საკუთარ მოქალაქეებს სწორედ რუსეთი უპირისპირდება და ზოგადად "ლგბტ პროპაგანდაც" კრემლის მოფიქრებული პროპაგანდისტული მესიჯბოქსია, რომლითაც ქვიარ თემის უფლებებისთვის ბრძოლის დისკრედიტაციას ცდილობენ.
რა ხდება ახლა: 30 აპრილს სახელისუფლებო, ანტიდასავლურ აქციაზე, რომელიც უცნობის მიერ იყო ორგანიზებული, არაერთი ჰომოფობიური და კრემლისტური განცხადება გაისმა, მათ შორის, "LGBT პროპაგანდის" აკრძალვაზე.
- 2 მაისს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ უცნობის აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს კანონპროექტად დაარეგისტრირებს.
-
პარალელურად, ალტ-ინფოს ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც წლებია ითხოვენ — თან ამტკიცებდა, რომ ამაზე უტყუარი ინფორმაცია აქვს.
- შეგახსენებთ, რომ ევროპელი სოციალისტები სწორედ ქართული ოცნების პარტნიორ და სატელიტ პარტიად განიხილება.
- მსგავსი განცხადებების ახლა გააქტიურება საეჭვოა იმიტომაც, რომ ალტ-ინფოს კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის სავარაუდო თარიღებად 2023 წლის 8 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდი იყო მითითებული, პლენარულ სხდომაზე გასვლის სავარაუდო თარიღი კი 5 მაისამდეა.
- მოგვიანებით, მორგოშიამ TV პირველთან თქვა, რომ პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა მსგავსი შინაარსის სხვა პროექტიც: "კონკრეტულად ჩვენს ჩაბარებულს მიიღებენ, თუ ვინმე სხვა პოლიტიკური ძალა შეიტანს, შედეგი იგივე დადგება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის 5 ივლისის შედეგი".
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა მორიგი რუსული კანონია და ევროინტეგრაციის პერსპექტივას აზიანებს.
- ხატია დეკანოიძე: "ეს ყველაფერი არის საბოტაჟი, მათ შორის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. პრორუსული ჯგუფების გააქტიურება, რა თქმა უნდა, მოხდებოდა სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ"
- ზურაბ ჯაფარიძე: "ის, რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს, სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად, ევროპული არჩევანისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი... დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში".
- ელენე ხოშტარია: "ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენთან არის მცდელობა რუსული კანონის თავზე მოხვევის, რაც არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული არჩევანის, ის მთავრდება ხელისუფლების მარცხით".
მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღების სურვილს უარყოფს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ განიხილება.
- მისი მტკიცებით, "ეს შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს".
- "ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება", — თქვა მან.
- მდინარაძე ამბობს, რომ "არაჯანსაღ პროპაგანდას" ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დაუპირისპირონ.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები