უკუსვლის ქრონოლოგია — TI საქართველოს მედიაგარემოს აფასებს
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს მიმოიხილავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.
- ასევე, ორგანიზაციის Reporters Without Borders-ის მონაცემებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
- Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული.
- გასულ წელს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუცია მიიღო.
დეტალები: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო რამდენიმე საკვანძო ნაბიჯს გამოყოფს, რაც ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს.
- მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელსაც სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, TI-ის შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- TI მიიჩნევს, რომ სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
- "ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
- ორგანიზაციის ცნობით, დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე.
- "2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები", — წერს TI.
საკანონმდებლო ცვლილებები: ორგანიზაციის შეფასებით, 2022-2023 წლებში ხელისუფლებამ კანონში შეიტანა ნეგატიური ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას.
- 2022 წლის მარტიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მაუწყებლების ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობაზე.
- ცვლილებების მიხედვით აიკრძალა აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის განთავსება.აღნიშნული კომპანიები მედიის მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ.
- კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა.
- 2022 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო მორიგი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება და რეგულირებაში გადავიდა სიძულვილის ენა.
- შესაბამისად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს შეიცავს თუ არა გადაცემა ან პროგრამა სიძულვილის ენას და გამოიყენოს სანქციები.
რუსული კანონი და აკრედიტაციის ახალი წესი: 2023 წლის მარტში პარლამენტმა პრორუსული ძალების მიერ ინიციირებული რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მზარდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
- საპროტესტო ტალღის შედეგად, კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.
- პროტესტის მიმდინარეობისას, არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლისა და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები.
- 2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, წინასწარი განხილვების გარეშე, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურები ამოქმედდა.
- TI-ის შეფასებით, აკრედიტაციის ახალი წესი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოპოვების გზებს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის თვითცენზურის ატმოსფეროს, რაც პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურდა.
შეფასება: 2022-23 წლებში მედიაგარემოს დეტალური შესწავლის საფუძველზე TI ასკვნის, რომ საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება.
- ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტებაა.
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
კომენტარები