ჯიმ ობრაიენი

1 May. 2023, 22:38

რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი სანქციების პროგრამით ვცდილობთ სამი რამ გავაკეთოთ —შევუზღუდოთ რუსეთს ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსები — და სიამოვნებით გეტყვით თუ როგორ მუშაობს ეს. ვამცირებთ ჩვენი პარტნიორების რუსეთზე დამოკიდებულებას და ამის შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ არ იყიდოს რუსული ნავთობი. ეს ამცირებს რუსეთის გავლენის ბერკეტებს. და ბოლოს, ვცდილობთ შევინარჩუნოთ რუსულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - გლობალურ სამხრეთში. ამაში შედის რუსული სურსათი, სასუქი, ნავთობი და სხვა პროდუქცია, რომელიც ფასების დაწესებული ზღვრის ქვემოთ იყიდება. ამ საქონლის გაყიდვა გვინდა, რომ გაგრძელდეს. ასე რომ, ეს არის ბალანსი. სამფეხა სკამი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც ყველაზე სტაბილური ავეჯი — რაღაც მსგავსის შექმნას ვცდილობთ. აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სანქციები. ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი. ბიზნესისთვის არსებობს ორი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანია კომუნიკაცია. ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ საჯაროდ. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით ცალკეულ ბიზნესებს თუ არის პოტენციური პრობლემა. ჩვენი კოლეგები ხაზინაში, ვაჭრობის დეპარტამენტში და აქ სახელმწიფო დეპარტამენტში, ძალიან ხშირად ვესაუბრებით ბიზნესებს, ბიზნეს ასოციაციებს. გვაქვს საგანმანათლებლო მასალები. ამასთან ერთად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ხარვეზებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა ვახსენე. კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა.

ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე — იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  3. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა
  4. თბილისში პოლიციელი დაჭრეს
  5. EU-ს რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციებს და საქართველოსთან უვიზოს შეჩერებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თავისუფლება და ინოვაცია — რა გზა გაიარა Ganjina Dessert Shop-მა იდეიდან დესერტების მოყვარულთა გულებამდე

გარდა იმისა, რომ Bolt Food დროული მიტანის სერვისია, მათი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდონ გემრიელი და ხარისხიანი…