ცესკოს განცხადებით, დღევანდელი არჩევნები რეპეტიციაა 2024 წლისთვის
ფოტო: ცესკო
რატომ არის მნიშვნელოვანი: შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეები ირჩევენ:
- პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს;
- გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს;
- ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ვინ (არ) მონაწილეობს არჩევნებში: ოპოზიციამ არჩევნებში ჩართვაზე უარი თქვა, ამიტომ მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს წარდგენილი.
- საკრებულოს შუალედური არჩევნებზე მმართველი გუნდის ერთადერთი კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი — კახა კუკავას პარტის წევრი.
- ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარობის ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი ხახუბია ფიქრობს, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მას კონკურენტი არ დაუყენეს, რადგან "იცოდნენ წინასწარ, რა შედეგები იქნებოდა".
- ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი განმარტავს, რომ პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს, ამიტომ ფარსში მონაწილეობას არ იღებენ.
- "ვითარება ქვეყანაში ნორმალურთან დაახლოებულიც არ არის, გაცდენილია და მთელი ძალისხმევა პოლიტიკური დემოკრატიული ოპოზიციის, ჩვენი, ევროპული საქართველოსიც არის ადამიანების მოტივირება გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელიც მოდის შემდეგ წელს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან.
ცესკოს განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით იყენებს, ამიტომ, ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
- "ეს არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის", — აცხადებენ ცენტრალუ საარჩევნო კომისიაში.
- მათივე თქმით, პროცესს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია აკვირდება.
- ასევე, ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალეს გაუწიოს ადმინისტრირება მას.
- ცესკოში ამომრჩევლებს მოუწოდებენ, მივიდნენ საარევნო უბნებზე, რადგან მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ჩატარდება არჩევნები: საარჩევნო ბიულეტენი განსხვავებულია — ცესკოს განმარტებით, ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, უნდა გააფერადოს წრე სახელის წინ.
- აპარატი ავტომატურად ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ბეჭდავს წინასწარი შედეგების ამონაწერს.
- ცესკოში ამბობენ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
- სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობაზეც — პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
რიცხვებში: როგორც ცესკოში ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, სულ 165 საარჩევნო უბანი იმოქმედებს — ათივე მუნიციპალიტეტში 185 056 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
- აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს
- რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა აქამდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება და შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება.
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები