რიკარდ იოზვიაკი

3 Apr. 2023, 18:37

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნაკლებსავარაუდოა, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, მაგრამ [ევროკომისიას] სურს, იხილოს პროგრესი, იხილოს სწრაფვა ევროკავშირისკენ. შესაბამისად, სამივე მთავრობასთან აქვთ იმის მოლოდინი, რომ რაც შეიძლება დაუახლოვდნენ ევროკავშირის პერსპექტივას და შემდგომ უკვე გაუწევენ რეკომენდაციას სხვადასხვა რაღაცას სამივე ქვეყნისათვის. [...]

საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიიღებს ეს ქვეყანა, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანისა და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე. ეს ასპექტები უნდა გვახსოვდეს. იგივე ხდება უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. ისინიც შეიძლება ჩაერთონ გაწევრიანების მოლაპარაკებებში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი შეასრულებენ უფრო მეტ რეკომენდაციებს ან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა შესრულებული, გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სიმბოლური აქტი იმიტომ, რომ ბოსნიამაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას ჰქონდა ძალიან ცუდი ანგარიში. ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსს თავისი ღირებულება დაეკარგა იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითქმის ავტომატურად ენიჭება სტატუსი. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. [ფორმულას თარგმანი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით. ამის შესახებ…