სამოქალაქო ორგანიზაციები დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობას უცხადებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
- On.ge-სთან საუბარში ნაკაიძე ამბობს, რომ პრორუსი დეპუტატები მას აგენტს უწოდებდნენ, საპასუხოდ კი ის განმარტებას ითხოვდა და ეუბნებოდა, თავად იყვნენ რუსული კანონის მიმღები მოღალატეები.
- "არგუმენტების არქონამ პოლიტიკაში ამ ძალადობამდე მიიყვანა. გაუნათლებელია, ხსნი მიკროფონს და გირტყამს. არ აქვს არგუმენტი, რომ გესაუბროს", — ამბობს ნაკაიძე ჯაფარიძეზე.
- ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეოუტატი ტარიელ ნაკაიძე "მძიმე წარსულში" დაადანაშაულა.
- ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ, ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, არჩილ ბერაიას ჰგონია, რომ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა ძალადობა არ არის.
დეტალები: NGO-ები ეხმაურებიან ნაკაიძეზე თავდასხმას და მიაჩნიათ, რომ რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.
- "ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე იყო და დღემდე აქტიურად მუშაობს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
- ამბობენ, რომ ნაკაიძე, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისგან განსხვავებით, პარლამენტის ტრიბუნას ხშირად იყენებს ადამიანის უფლებების დასაცავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების გამოწვევებზე სასაუბროდ.
- მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული სიძულვილის ენა და საზოგადოების გახლეჩაზე ორიენტირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, შეუქცევადად აღრმავებს პოლიტიკურ ველზე არსებულ პოლარიზებას.
- "ამ განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ტარიელ ნაკაიძეს და მოვუწოდებთ უმრავლესობის წევრებს, შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველ ადამიანებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები", — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სოლიდარობის პლატფორმა
- პანკისის სათემო ორგანიზაცია
- პლატფორმა სალამი
- მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო
- სოლიდარობის მეზუემი
- სოლიდარობის თემი
- იორმუღანლოს სათემო ცენტრი
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
- თბილისი პრაიდი
- საფარი
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
- ქვიარ ასოციაცია - თემიდა
- თანასწორობის მოძრაობა
- უფლებები საქართველო
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანეები
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR
- რაჭის სათემო ორგანიზაცია
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები