ანალენა ბერბოკი

24 Mar. 2023, 12:48

გაწევრიანების პროცესში, აუცილებელია, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ აგენტებზე კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია, ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოთ. მხოლოდ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე — მხოლოდ ერთობლივად...

ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ, არაოფიციალური დევიზი ევროკავშირისა არის ერთობა მრავალფეროვნებაში. სამომავლოდ, ამის განხორციელება გვინდა საქართველოსთან ერთად. 

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. [სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  3. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით
  4. 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
  5. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო

შობის წინ ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის. გლობალურმა…