გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
82 წლის გიორგი ცქვიტარიამ, რომელიც 12 წლის წინ საცხოვრებლად თავის მშობლიურ სოფელს, ხანწკს დაუბრუნდა, ამავე სოფელში თიბისის მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გამართა, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა და თანასოფლელებისგან თხილის შესყიდვა-რეალიზაცია დაიწყო.
"მშობლიურ სოფელში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნებისთანავე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი სოფლის საკეთილდღეოდ და მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად. ხანწკში და მის მიმდებარედ თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს თხილი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, სოფლის ტერიტორიაზე დამეარსებინა თხილის გადამამუშავებელი საწარმო და დავხმარებოდი მოსახლეობას მოსავლის გადამუშავება-რეალიზაციაში.
მანამდე მათ აღებული მოსავლის სარეალიზაციოდ დიდი გზის გავლა და ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევდათ. ადგილზე საწარმოს დაარსებით კი მე შევძლებდი ამ პრობლემების მოგვარებას და, ამასთანავე, შევქმნიდი სამუშაო ადგილებს ადგილობრივებისთვის.
2011 წელს დავწერე ბიზნესგეგმა და მისი განხორციელების მიზნით მივმართე თიბისის. მისი კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებითა და ბანკისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ხანწკში გავმართეთ და საჭირო დანადგარებით აღვჭურვეთ მცირე ქარხანა, რომელიც 600 კვ.მ -ზეა განთავსებული.
თუ მანამდე მოსახლეობას დიდი რაოდენობით თხილის ჩასაბარებლად 20-30 კილომეტრის გავლა უწევდა, რაც, ცხადია, გარკვეულ ხარჯთან იყო დაკავშირებული, საწარმოს დაარსების შემდეგ მათ ეს პრობლემა მოეხსნათ. ახლა თხილი ან თავად მოაქვთ ჩვენამდე, ან თავად მივდივართ მათთან და ვეხმარებით პროდუქტის ტრანსპორტირებაში. მთავარი ამ საქმეში სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას ერთი პრობლემა გადავუჭერით. ამასთანავე, ქარხანაში დასაქმდა 22 -ამდე ადგილობრივი, რომელთა ხელფასიც 500-600 ლარია.
საწარმოში თხილის მოტანის შემდეგ, ხდება მისი სპეციალური დანადგარებით დამუშავება, გაშრობა, დახარისხება და სარეალიზაციოდ გამზადება. ჩვენი მინისაწარმო წელიწადში 250 ტონამდე თხილს გადაამუშავებს. გადამუშავებული თხილის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. ნედლეულის დიდ ნაწილს, როგორც აღვნიშნე, ადგილობრივებისგან ვყიდულობთ, გარკვეული რაოდენობა კი კახეთიდან მოგვაქვს, რადგან იქაური თხილი ცოტა გვიან იწყებს შემოსვლას და ხარისხობრივადაც განსხვავდება მეგრულისგან.
მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე — ჩემი მცირე წვლილი შევიტანე მშობლიური სოფლის განვითარების საქმეში. ეს ძალიან მაბედნიერებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით არ უნდა დავკმაყოფილდე. ამიტომ მომავალ წელს ვგეგმავ საწარმოს გაფართოებას, რეალიზაციის 3-4-ჯერ გაზრდას და თხილის ექსპორტზე გატანას.
82 წლის ვარ და შვილები და შვილიშვილები მეუბნებიან, რომ დროა, დავისვენო. მე კი ვპასუხობ, რომ ჩემთვის დასვენება მუდმივი მოძრაობა, საქმე და ადამიანების დახმარებაა."
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
კომენტარები