აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გვარამიასა და კეზერაშვილის საქმეებიც მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე და ფორმულას დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილზეცაა საუბარი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა და საერთაშოროსო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
- ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი აპარატმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქალაქოს 16 მაისის გადაწყვეტილება გვარამიას თავისუფლების აღკვეთაზე.
- ასევე, ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ეს საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
- Amnesty International-ზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ გვარამიას პატიმრობამ გამოავლინა "მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას".
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორივე ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელსაც ომბუდსმენის აპარატმა და არასამთავრობოებმა დაუსაბუთებელი უწოდეს.
- ამასთან, სახალხო დამცველზე დაყრდნობით წერენ იმასაც, რომ გვარამიას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა გამოვლინდა.
- საუბარია იმაზეც, რომ რუსთავი 2-ის კომერციულ დირექტორთან მეგობრობის გათვალისწინებით, საქმის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერესთა კონფლიქტი დაადგინეს და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილების საკითხი დააყენეს.
- სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ არასამთავრობოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, Amnesty International-მა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
კეზერაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზეც საუბრობს.
- "მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ფორმულას მთავარი მფლობელისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმმართული იყო ხელისუფლებისთვის კრიტიკული მედიის ჩახშობისკენ".
- როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კეზერაშვილი შიშობდა, რომ სახელმწიფო გაყინავდა მის ერთადერთ ქონებას საქართველოში. 29 მარტს კი საქალაქომ გაფლანგვის საქმეზე 5 მილიონზე მეტი დააკისრა.
- ანგარიშში მოხვდა კეზერაშვილის საქმეზე დემოკრატიული ინიციატივის დირექტორის, ედუარდ მარიკაშვილის 17 ნოემბრის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ფორმულას დამფუძნებელი საქართველოში სხვა აქტივებს არ ფლობს.
- "დიდი ალბათობაა, რომ ლეგალურად მისი აქტივების გაყინვა მოხდეს ფორმულას ანგარიშების გაყინვით".
- "2021 წლის სექტემბერში, უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი გაასამართლა და დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე განახევრდა. კეზერაშვილმა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა", — ნათქვამია დოკუმენტში.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები